Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · აბაშა · აბაშა, სოფელი სეფიეთი

Register ID#1499
Students72
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
ნელი ოთხოზორია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
07/10/2025
Authorization end
07/10/2034
First grade admission

Current capacity information

აბაშა, სოფელი სეფიეთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
47
SEN capacity
6
Available SEN places
6
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

მისია მოსწავლეებისთვის სწავლისადმი, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე განგრძობადი პროცესისადმი, ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება და 21-ე საუკუნეში წარმატებისა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობისთვის საჭირო უნარებით აღჭურვა. ხედვა სეფიეთის სკოლა 2031 წელს იქნება საქართველოსა და რეგიონში წამყვანი და სწრაფად მზარდი სკოლა, რომელშიც საგანმანათლებლო პროცესი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფილია გარემო, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებაზე. სკოლა ასევე გეგმავს პერიოდული ღონისძიებების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარების გაზრდის მიზნით. ღირებულებები ავტონომიურობა – სკოლა არის ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სწავლა-სწავლებისა, თუ სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული სხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; პატივისცემა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი მოვალეობებს განახორციელებს და საქმიანობას წარმართავს პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით; კეთილსინდისიერება – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი საკუთარი მოვალეობებს განახორციელებს და საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებით; პასუხისმგებლიანობა – სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ქმნის სკოლის საერთო პასუხისმგებლობას – შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში; თანაბარი შესაძლებლობები – სწავლა-სწავლებისა და სასკოლო ცხოვრების სხვა შემადგენელი კომპონენტებს განხორციელების პროცესში სკოლის თითოეული წევრისთვის უზრუნველყოფილია სწავლების, მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები; განვითარებაზე ორიენტირებულობა – სკოლა პროაქტიულად აფასებს საკუთარ საქმიანობას, ეძებს სუსტ მხარეებს და აღმოფხვრის მათ, რაც ქმნის განვითარების შესაძლებლობებს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის, ქვეყნისთვის; გუნდურობა – განვითარების სწრაფი ტემპისა და ამ გზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად სკოლა ამკვიდრებს და წაახალისებს სასკოლო საზოგადოებაში გუნდურობის პრინციპს; ზრუნვა – განვითარების სწრაფი ტემპის და ამ გზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის უზრუნველსაყოფად სკოლა ამკვიდრებს და წაახალისებს ზრუნვის კულტურას.

Documents

მისია, ხედვა, ღირებულებები (1).docx03/04/2025 20:45:42 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებულიმატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს.

Documents

სტრატეგიული გეგმა.docx03/04/2025 20:54:37 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

მოსწავლეთა მიღწევების დინამიკი

Documents

2024-2025 ერთწლიანი სამუშაო გეგმა (1).doc10/07/2026 06:31:39 · 0 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-2025 ერთწლიანი სამუშაო გეგმა (3).doc03/04/2025 20:59:42 · 0.11 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanismsText information

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მ ე ქ ა ნ ი ზ მ ი 2024 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის (შემდგომში „სკოლა“) მოსწავლეთა სკოლასთან ადაპტაციის წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია სკოლის სასწავლო პროცესისა და ფსიქოლოგთა რეკომენდაციების საფუძველზე და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების სკოლასთან მარტივად ადაპტაციას. მუხლი 2. სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის მნიშვნელობა და მიზნები 1. ადაპტაცია წარმოადგენს სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომლის მიზანია რაც შეიძლება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოხდეს ახალი მოსწავლის ინტეგრაცია სკოლის სოციალურ გარემოსთან, კულტურასა და ღირებულებებთან. 2. მოსწავლის გარემოსთან ადაპტაცია შეიძლება მოიცავდეს 2-3 კვირიდან 6 თვემდე პერიოდს მოსწავლის უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. 3. ადაპტაცია მოიცავს პირველკლასელი/მობილობით გადმოსული მოსწავლის, სკოლაში მიღებას, ორიენტირებასა და მენტორინგს. 4. ადაპტაციის პროცესის ეფექტიანობას განსაზღვრავს პროცესში ჩართული მხარეები, (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი), ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინაცია. 5. მოსწავლეთა სკოლასთან წარმატებული ადაპტაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო მოტივაცია. სასწავლო მოტივაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველ ნაბიჯებს სკოლაში უფროსები შეხვდნენ ინტერესით და გაგებით 6. ადაპტაციის მიზნებია: 6.1. ახალი მოსწავლის სკოლაში/კლასში სწრაფი ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ორიენტაცია; 6.2. ორგანიზაციაში არსებული ღირებულებების, კულტურისა და წესების შესახებ ინფორმირება; 6.3. საჭირო უნარების გამომუშავებაში დახმარება და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესახებ ინფორმირება; 6.4. ახალი მოსწავლისთვის სკოლის მისიის, ხედვის, შინაგანაწესისა და სხვა ღირებულებების გაცნობა. მუხლი 3. ადაპტაციაში ჩართული პირები 1. მოსწავლის ადაპტაციის პროცესში ჩართული არიან სკოლის ადმინისტრაცია, მშობელი, კლასის დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები, საჭიროების შემთხვევაში სპეცმასწავლებელი და თანაკლასელები. 2. ჩართული პირების მთავარ როლს წარმოადგენს ახალ მოსწავლესთან რეგულარული კომუნიკაციის დამყარება, ძირითადი ინფორმაციისა და რესურსების მიწოდება, მისი დაკავშირება სკოლაში მომუშავე სხვა ადამიანებთან და სკოლის ინფრასტრუქტურის გაცნობა. მუხლი 4. ადაპტაციის ეტაპები 1. სკოლასთან ადაპტაციის ეტაპებია: 1.1. მოსამზადებელი ეტაპი - ახალი მოსწავლის სკოლაში გამოცხადებამდე პერიოდი ჩართულ მხარეებს საშუალებას აძლევს, რომ ახალი მოსწავლე მიიღონ მომზადებულ გარემოში, რითაც დაეხმარებიან მას სწრაფ და ეფექტურ ორიენტაციაში. კლასის დამრიგებელი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებსა და კლასის პედაგოგებს აწვდის ინფორმაციას ახალი მოსწავლის აკადემიური მოსწრების და ინტერესების შესახებ და ასევე, მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციას ბავშვის თავისებურებების შესახებ. დამრიგებელი ასევე გადასცემს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს ექიმს. 1.2. პირველი დღე სკოლაში - პირველკლასელებს სკოლის შესასვლელში ტრადიციულად ხვდებიან კლასის დამრიგებელი და მეთორმეტე კლასელები და მიაცილებენ საკლასო ოთახამდე. მობილობით გადმოსულ მოსწავლეს სკოლის შესასვლელში კლასის დამრიგებელი ხვდება და მიაცილებს მოსწავლეს საკლასო ოთახამდე, გააცნობს თანაკლასელებს, მოუყვება დღის რეჟიმის შესახებ. 1.3. ადაპტაციის პერიოდი - მოცემული პერიოდი მოიცავს მოსწავლის სრულ ადაპტაციას სკოლასთან. ხდება მოსწავლისთვის ქცევის წესების გაცნობა, კლასელებთან დამეგობრება, ღონისძიებებსა თუ აქტივობებში ჩართვა, დახმარება ისეთ საკითხებში, რომლებიც მისთვის უცხოა ან რთულად შესასრულებელი. ახდენს ინიციატივების წახალისებას, უნარების გამოკვეთას, სირთულეების იდენტიფიცირებას და აღმოფხვრას. 1.4. ადაპტაციის სხვა შემთხვევები - იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ ვერ გაიარა ადაპტაციის პერიოდი წარმატებულად ან სკოლისათვის თავიდანვე ცნობილია მოსწავლის სირთულეების შესახებ ან მას აქვს სსსმ მოსწავლის სტატუსი, სკოლა ხელმძღვანელობს „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად. მუხლი 5. სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები 1. ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები 2. სასწავლო დაწესებულების ტიპი 3. საგანმანათლებლო პროგრამების სირთულის ხარისხი 4. ბავშვის სკოლისათვის მზაობის დონე მუხლი 6. სკოლასთან ადაპტაციის შედეგები და ნიშნები 1. სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნებია: 1.1. ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია 1.2. სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის 1.3. სიამოვნებს მასწავლებლებზე და თანაკლასელებზე საუბარი 1.4. დაძაბულობის გარეშე ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადექვატურად რეაგირებს შენიშვნებზე 1.5. მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი 1.6. დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.) 1.7. არა აქვს სკოლასთან, მასწავლებლებთან დ

Infrastructure
Finances1 additional item

Documents

ფინანსები.pdf03/04/2025 21:35:56 · 3.15 MB
Download documents on EMIS