Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის №1 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ჯიხაშკარი

Register ID#1484
Students81
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
ჯილდა კაკაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ზუგდიდი, სოფ. ჯიხაშკარი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ხედვა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის ხედვაა, 5 წლის შემდეგ სკოლა იყოს ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. ზგემ-დან გამომდინარე, გამოწვევათა კვალდაკვალ ზრუნავდეს თავისუფალი, განათლებული, რეალიზებული და მზრუნველი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლა აღზრდის ეროვნული, დემოკრატიული პრინციპებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ პიროვნებას, რომელსაც მისცემს საფუძვლიან და ხარისხიან განათლებას. ასევე იზრუნებს მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებაზე. სკოლა იქნება ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში. მისია სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ზოგადი განათლების მისაღებად. მოსწავლეების გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში დახმარება. ჩვენ შევქმნით უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს მოსწავლეთა ზოგადი განათლების მისაღებად. შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობისა და პატივისცემის ატმოსფეროს და ვიზრუნებთ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ მშობლებთან თანამშრომლობით შევძლებთ მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის უპირველესია ჩვენი ქვეყნის წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ჩვენ ვიაზრებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენ გვესმის , რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვგეგმავთ და ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს; • ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას. • ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია მოსწავლის კეთილდღეობასა და წარმატებაზე.

StructureText information

სსიპ ზუგდიდი მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლა დირექცია: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ვალერ ჩილაჩავა, დირექტორის მოადგილე - ჯილდა კაკაშვილი, ბუღალტერი - ლელა ბაგათელია ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი - ანა ფიფია, ექთანი - ეკა ჩარგაზია. დარაჯები: მანუჩარ ბენდელიანი , ნუგზარ ბენდელიანი. სკოლას ჰყავს სამეურვეო საბჭოს და დისციპლინური კომიტეტი. ფუნქციონირებს შემდეგი კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, უცხო ენების, სპორტისა და ესთეტიკის, დაწყებითი კლასების. ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების, მკითხველთა და სადისკუსიო კლუბები.

Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლააქტიურად მუშაობს სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენაზე.

Annual action planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს წლიური სამოქმედო გეგმა.

Programs and support servicesText information

სკოლის შენობა ნაწილობრივ ადაპტირებულია. სკოლას აქვს მთავარ შესასვლელთან პანდუსი სსსმ მოსწავლისთვის, ფუნქციონირებს რესურს-ოთახი. ჰყავს სპეც-მასწავლებელი და სსსმ მოსწავლის ასისტენტი. მოწყობილია და ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები. სპორტის პოპულარიზების მიზნით მოწყობილია მაგიდის ჩოგბურთის (ტენისის) კუთხე.

Behavior rules and appeal mechanismsText information

სკოლაში ქცევის წესები განსაზღვრულია სკოლის შინაგანაწესით, რომელიც სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული. გამოკრულია ასევე მოსწავლეთა ქცევის წესები, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი და დირექტორის ეთიკის კოდექსი. სადაო საკითხების განხილვისთვის სკოლაში ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი.

InfrastructureText information

სკოლის შენობა საჭიროებს სასწრაფო და სრულ რეაბილიტაციას. არსებული შენობა ნაწილობრივ არის ადაპტირებული: სკოლას აქვს მთავარ შესასვლელთან პანდუსი სსსმ მოსწავლისთვის, ფუნქციონირებს რესურს-ოთახი. მოწყობილია და ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები. სპორტის პოპულარიზების მიზნით მოწყობილია მაგიდის ჩოგბურთის (ტენისის) კუთხე. ხელოვნების პოპულარიზების მიზნით მოწყობილია საგამოფენო სივრცე.

FinancesText information

სკოლის ფინანსები შედგება ვაუჩერული დაფინანსებისა და დამატებითი პროგრამული დაფინანსებისაგან. სკოლას საიჯარო ან ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავალი არ გააჩნია.