ზუგდიდი, სოფელი ინგირი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 60
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ინგირი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის ხედვა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N2 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შექონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. სკოლის მისია სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N2 საჯარო სკოლის მისიაა შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიოღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად სკოლის მიზანია განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.
2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N2 საჯარო სკოლა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N2 სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით არასავალდებულო ხასიათის საგანმანათლებლო/სააღმზრდელო მომსახურებას კლუბების სახით. აღნიშნულში მოსწავლეთა ჩართულობა ნებაყოფლობითია. ამ ეტაპზე სკოლაში ფუქნციონირებს ნორჩ შემოქმედთა ინტეგრირებული კლუბი - " პარნასი", სამოქალაქო განათლების კლუბი - „დიოგენე“. სკოლაში მუშაობს მოსწავლის აკადემიურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროგრამა - რემედიაცია, რომელიც ითვალისწინებს სწავლაში არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას ხელახლა და/ან სწავლების გზით, კონკრეტული აქტივობების საშუალებით. სკოლაში მუშაობს მოსწავლის ადმინისტრაციული მხარდაჭერის პროგრამა - ტრანზიცია, რომელიც გულისხმობს მოსწავლის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ტრანზიციის პროგრამას იყენებს სკოლის დაწყების ხელშესაწყობად მომავალი პირველკლასელებისთვის და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დამატებითი/გაფართოებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის
მოკლე ინფორმაცია სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N2 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსი განთავსებულია ზუგდიდი, სოფელ ინგირში,რუსთაველის ქ.N407,ხოლო მეორე (ოირემეს კორპუსი) ზუგდიდი,სოფელ ინგირში ,საირმეს ქ.N29. 2019 წელს სკოლის პირველ ანუ ძირითად კორპუსს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მილენიუმის პროგრამის ფარგლებში. საკლასო ოთახები სრულად არის აღჭურვილი სასკოლო ინვენტარით. სკოლაში ფუნქციონირებს ქიმიის, ფიზიკა-ბიოლოგიისა და კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, ასევე ფუნქციონირებს სასკოლო ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, სკოლას აქვს 7 სველი წერტილი ( აქედან 1 ადაპტირებული საპირფარეშო), სადაც სრულად არის დაცული სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, ექიმის კაბინეტი, სადაც მომარაგებულია პირველადი დახმარების მედიკამენტები და საჭიროების შემთხვევაში სკოლის ექიმი უზრუნველყოფს პირველადი დახმარების გაწევას, შენობას აქვს პანდუსი. სკოლაში ყოველწლიურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ინვენტარიზაცია. კომპიუტერების ლაბორატორიაში არის პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები. ლაბორატორია ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის წინასწარ შედგენილი განრიგის შესაბამისად. სკოლაში ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებს სამკითხველო, სადაც არის წიგნების კატალოგი, მეთოდური ლიტერატურა, ატლასები და კლასიკური ლიტერატურა. ბიბლიოთეკის სივრცე ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის, განკუთვნილია როგორც ღონისძიებებისათვის , ასევე კლუბური მუშაობისათვის. ფოტოები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სკოლის დირექტორი ვალდებულია, დროულად მიაწოდოს ბიუჯეტის პროექტი სკოლის სამეურვეო საბჭოს. ბიუჯეტის მომზადება იწყება სექტემბრის თვეში, შეიქმნას ბიუჯეტზე მომუშავე ჯგუფი და თავიდანვე უნდა განისაზღვროს ყველა სავარაუდო შემოსავლები და სავარაუდო ხარჯები. ბუჯეტის დაგეგმვისას ასევე გათვალისწინებულია გასული წლების გამოცდილება. ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული არიან სასკოლო საზოგადოება, რაც უზრუნველყოფს ყველას ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებას; საჯარო სკოლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს: ვაუჩერი, გრანტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფინანსები, კერძო შემოწირულობებიდან მიღებული თანხა. სახელმწიფო ან/ და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები და სხვ. დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარსდგეს სამეურვეო საბჭოს წინაშე და გააცნოს ანგარიში ფინასური საქმიანობის შესახებ. სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობს სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა ხორციელდება წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.