ზუგდიდი, სოფელი ინგირი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 10
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ზუგდიდი · ზუგდიდი, სოფელი ინგირი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლის მისიაა - სწავლა-სწავლების დონის ამაღლება, სწავლის ხარისხისა და კონტროლის გაუმჯობესება, მშობლებთან ერთად მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება და სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის განათლების თანაბარი პირობების შექმნას, რომ სკოლაში მიღებული უნარ-ჩვევები გამოადგეთ მომავალი საქმიანობისათვის, ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. მომავლის ხედვა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე 2030 წლამდე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლის შექმნა, რომელიც იზრუნებს მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნასა და თავისუფალი, ტოლერანტი და კომპეტენტური პიროვნების ჩამოყალიბებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით მისცემს მოსწავლეს საფუძვლიან განათლებას და იქნება ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში, იზრუნოს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. ღირებულებები სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლის ღირებულებებია: ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება; პასუხისმგებლობა განათლების მაღალი ხარისხი; პატრიოტი მოქალაქის აღზრდა; თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება; სამართლიანობა; გუნდურობა
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.