Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ აბაშის №1 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · აბაშა · ქ. აბაშა, ჯორჯიკიას ქ. №6

Register ID#1463
Students503
Teachers42
Buildings1
School profile

General information

Principal
ინეზა ბოკუჩავა
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
21/11/2024
Authorization end
21/11/2033
First grade admission

Current capacity information

ქ. აბაშა, ჯორჯიკიას ქ. №12

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
100
Available places
63
SEN capacity
10
Available SEN places
9
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ ქალაქ აბაშის №1 საჯარო სკოლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მისიაა სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით აღზარდოს ეროვნული ცნობიერების მქონე, მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებლიანი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, სქესზე დაფუძნებული სტერეოტიპებისგან თავისუფალი, ტოლერანტი და ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც მზადაა თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევებისათვის. სკოლის ხედვაა შექმნას რეგიონში აღიარებული, კონკურენტუნარიანი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე, სადაც პრიორიტეტული იქნება დემოკრატიულ მონაწილეობასა და ინკლუზიურობაზე დაყრდნობით უწყვეტი, ხარისხიანი განათლების მიღება, უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, არაფორმალური განათლება, პროფესიული უნარების განვითარება, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების როლის გაძლიერება სასწავლო და ადმინისტრირების პროცესში. სკოლა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, და დაიცავს მთავარ ღირებულებებს: გაზიარებულ ლიდერობას, სამართლიანობას, თანასწორობას, პროფესიონალიზმს, თანამონაწილეობას და პატრიოტიზმს.

Documents

მისია. ხედვა, ღირებულებები..docx17/11/2025 15:28:47 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

სკოლას გააჩნია პასუხისმგებლობის სტრუქტურა. იხილეთ მიბმული ფაილი.

Documents

პერსონალური მონაცემების დაცვა.docx03/09/2024 16:06:19 · 0.03 MB
სკოლის-სტრუქტურა.docx17/11/2025 15:23:11 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის სტრატეგია მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია: სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დახვეწა და დამტკიცება, ემსახურება სკოლის ფორმალურ კულტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ძირითადი ორიენტირი მთელი წლის განმავლობაში იქნება იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფა, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის განვითარება შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება. ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადი მიმართულებას წამოადგენს სკოლის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფა მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მართვის სისტემურობას და ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას. საქმიანობების მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედული და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. ხარისხისმართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება: ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას. ეს უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და სკოლის ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას და მის შესაბამისად გამოყენებას. სარეკლამო საქმიანობი სწარმართვის უზრუნველყოფა: სკოლა რეგულარულად წარმართავს სარეკლამო საქმიანობას მოსწავლეების მოსაზიდად და თემში სკოლის პოპულარიზაციისათვის. სარეკლამო კამპანია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სარეკლამო ბანერები და სხვა. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების რეიტინგულ-დაგროვებითი მოდელის დანერგვა, ხელს შეუწყობს მასწავლებლების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ის სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს შიდა პროფესიული გამოცემებით (ჰენდაუთები, გაკვეთილის მოდელები, კურუკულუმები, სასწავლო რესურსები) ბიბლიოთეკის გამდიდრებას, რაც დაეხმარება მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო დამწყებ მასწავლებლებს კი – სასწავლო პროცესის ეფექტურად წამართვაში. სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ემსახურება სკოლის პედაგოგების საჭიროებების დადგენასა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების შეთავაზებას, კვლევითი საქმიანობების დაგეგმვასა და წარმართვის პროცესში მათ ჩართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტურობის განმსაზღვრელია. სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზების ხელშეწყობა, რომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუკების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბიბლიოთეკა აღიჭურვება სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვის გაკვეთილები, ლიტერატურული და სხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას, სკოლის პედაგოგებში დაგროვილი მასალის (მეთოდური ლიტერატურა, მოსწავლეთა საკითხავი მასალა, სასწავლო რესურსები და სხვა) საფუძველზე მეთოდური ჰენდაუთების, დაკვირვების ჩანაწერების, პრეზენტაციების, სასწავლო რესურსების კატეგირეზებას, შენახვას და სხვა. მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე საგნობრივი კურუკულუმებისა და სასწავლო გეგმების დახვეწა გაუმჯობესება: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნის პედაგოგები, კლასის ხელმძღვნელები, ადგენენ მოსწავლეთა მიღწევებსა და საჭიროებებს, აანალიზებენ სკოლის საგნობრივ სასწავლო გეგმებს და გამოკვეთილი კლასის საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეაქვთ ცვლილება დამატებები და აუმჯობესებენ საგნობრივ კურუკულუმებს.

Documents

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა.docx11/11/2025 16:00:58 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სკოლას შემუშავებული აქვს წლიური სამოქმედო გეგმა. იხილეთ მიბმული ფაილი.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx11/11/2025 16:36:49 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Programs and support services5 additional items

Documents

მმართველობითი, ძირითადი და დამხმარე პროცესების მართვა.docx26/11/2025 16:49:23 · 0.04 MB
მოსწავლეთა-ინიციატივების-მხარდაჭერის-წესი.docx26/11/2025 16:49:23 · 0.02 MB
კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია.docx26/11/2025 16:49:23 · 0.04 MB
ბიბლიოთეკის დებულება.docx27/11/2025 15:17:01 · 0.03 MB
მოსწავლის, პერსონალის, მშობლის, კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვაdocx.docx28/11/2025 16:10:13 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესითა და სასკოლო კოდექსით.

Documents

სასკოლო კოდექსი.docx12/04/2024 17:30:58 · 0.02 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი (1).docx02/10/2024 13:20:33 · 0.04 MB
გასაჩივრების დეტალური პროცედურები.docx02/10/2024 13:20:33 · 0.04 MB
შინაგანაწესი.doc11/11/2025 16:37:24 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

Documents

დიდთოვლობის გამო აღსადგენი დღეების გრაფიკი (4).xlsx27/03/2025 16:32:10 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Finances1 additional item

Documents

2025 წლის ბიუჯეტი .xlsx12/02/2025 14:41:11 · 0.03 MB
Download documents on EMIS