Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ფოთის №12 საჯარო სკოლა

სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, რუხაძის ქ. №1

Register ID#1454
Students275
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
მანანა ხობელია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
02/11/2023
Authorization end
02/11/2032
First grade admission

Current capacity information

ფოთი, ვიქტორ კრატასიუკის ქ. N1

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
31
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია-- სკოლის მისიაა აღზარდოს ჰუმანური, ტოლერანტული და პატრიოტული ღირებულებების მატარებელი მოქალაქე, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ხელი შეუწყოს მოზარდის სულიერი და კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებას; განუვითაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად ცოდნის მიღების უნარი, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების გზით შეძლონ ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. ხედვა-- 2030 წლისთვის სკოლამ უნდა შეძლოს სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა სამოქალაქო განათლებისა და STEM საგნების მიმართულებით, კვლევითი უნარების განვითარება მოსწავლეებში ლაბორატორიული საქმიანობის სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად დანერგვით, კლუბ ,,ჩხირკედელა“-ს ჩამოყალიბება/განვითარება ; კომპიუტერული ლაბორატორიის განვითარება-პრინციპით 1 მოსწავლე-1 ლეპტოპი, სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესება საწრეო მუშაობის გზით; ეს ყოველივე კიდევ უფრო მოთხოვნადს გახდის ჩვენს სასწავლო დაწესებულებას, რაც შეიძლება გახდეს კონტიგენტის ზღვრულ რაოდენობამდე გაზრდის მიზეზი. ღირებულებები-- 1. ჩვენი საქმიანობა დაფუძნებულია თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის პრინციპებზე - გუნდურობა 2. ვზრუნავთ პროფესიულ განვითარებაზე- უწყვეტი პროფესიული ზრდა 3. ვეძებთ და ვნერგავთ სიახლეებს- ინოვაციურობა 4. ვაცნობიერებთ საკუთარ როლს და ვიზიარებთ პასუხისმგებლობას -მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა 5. მოვიძიებთ, ვიღებთ და ვიზიარებთ სხვა სკოლების/კოლეგების წარმატებულ გამოცდილებას - ღიაობა 6. ვიზიარებთ და ვითვალისწინებთ სასკოლო საზოგადოების( მოსწავლე/მშობელი) შეხედულებებს - თანამონაწილეობა 7. ვზრუნავთ ობიექტური, სანდო და გამჭვირვალე სკოლის იმიჯის შენარჩუნებასა და დაცვაზე-საქმისადმი ერთგულება.

Structure1 additional item

სსიპ ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს: პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს; სკოლის დირექციას -- დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს; ბუღალტერს; მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს თავისი ტექნიკური პერსონალით; ბიბლიოთეკარს; სპეციალურ მასწავლებელს; სსსმ მოსწავლის ასისტენტს; ფსიქოლოგს; სკოლის ექიმს; სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. წყარო: საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №448 „ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებისდამტკიცების შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/61480?publication=0

Documents

სსიპ ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა.docx25/10/2023 09:23:05 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ქალაქ ფოთის #12 საჯარო სკოლის ციკლური, შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. (დეტალები დანართ ფაილში)

Documents

2023-2030 წწ , სტრ.განვ.გეგმა (1).pdf12/10/2023 15:29:17 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ქ. ფოთის N12 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2024წწ სსიპ ქალაქ ფოთის #12 საჯარო სკოლის 2023-2024 სტრატეგიული განვითარების გეგმა განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2023-2024 სასწ.წ. (1).pdf12/10/2023 15:36:24 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სსიპ ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესენზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები: ფასიანი წრე --- გახანგრძლივებული სწავლების სერვისი დაწყებით საფეხურზე; უკვე წლებია წარმატებით მუშაობს ახალგაზრდული ტექნოლოგიების კლუბი "ტექნოკლუბი" ევროკავშირის ეგიდითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით; ეფექტურად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული კლუბი: "თანადგომა"; ფუნქციონირებს თბილისის დებატებისა და განათლების უნივერსიტეტის თაოსნობით შექმნილი, მოსწავლეთა კრიტიკულ და არგუმენტირებულ მსჯელობაზე ორიენტირებული დებატების კლუბი -- "Guide -- დებატები უკეთესი განათლებისთვის" -- ("დებატ კლუბი") , კლუბის აქტიური მხარდამჭერები არიან ბ. პატარკაციშვილის ფონდი და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო; stem მიმართულებით მუშაობს კეთებით სწავლებაზე ორიენტირებული კლუბი "ჩხირკედელა" ; საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე ფუნქციონირებს "ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი" დაწყებით საფეხურზე კითხვისა და რაოდენობრივი მსჯელობის უნარის განვითარებას ხელს უწყობს რემედიაციის პროგრამა, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ დაინტერესებული მხარეები; სკოლა ყოველწლიურად მონაწილეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პროექტში "შეფასება განვითარებისთვის" (ჩართულია მე-4 და მე-6 კლასები -- ქართულსა და მათემატიკაში )

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სსიპ ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს საკუთარი შინაგანაწესით, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ.

Documents

შინაგანაწესი.docx06/11/2023 15:16:12 · 0.04 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სსიპ ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა მოიცავს ერთ ძირითად ნაგებობას, რომელიც რეაბილიტირებულია და აღჭურვილია ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიებით. ფუნქციონირებს ცენტრალური წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემები. სკოლას გააჩნია სრულად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, სსსმ მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სივრცე ანუ რესურს ოთახი; ბუფეტი, სპორტული დარბაზი. კაბინეტები აღჭურვილია ჭკვიანი დაფებითა და პროექტორებით; სკოლის ეზო შემოსაზღვრულია ღობით, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით; სამივე სართულზე განთავსებულია ხანძარ საწინააღმდეგო აღჭურვილობა;

FinancesText information

სსიპ ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის ფინანსური რესურსი შედგება საბიუჯეტო ვაუჩერული დაფინანსებისაგან და სკოლის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სარგებლისაგან (ფასიანი წრეები და იჯარა).