ფოთი, შავი ზღვის ქ. №6
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 26
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 4
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, შავი ზღვის ქ. №6
Open a section to view its text, related links, and document listing.
• სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა აღზრდისა და სწავლების მაღალი ხარისხი. პოზიტიური, მამოტივირებელი, ინოვაციური და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით, სადაც მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას. • განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამები,რითაც სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უწყვეტ პროფესიულ განათლებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მოსწავლეებისათვის/პროფესიული სტუდენტებისათვის ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი განვითარების გზის სწორად არჩევაში. ხედვა: სკოლაში საჭირო რესურსებით აღჭურვილი, პოზიტიური, მამოტივირებებლი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალურად უსაფრთხო გარემოს დამკვიდრება სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეს/პროფესიულ სტუდენტს გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. გააცნობიეროს საკუთარი უფლება - მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. სკოლა დაეხმარება მოსწავლეს/ პროფესიულ სტუდენტს საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მ.შ. პროფესიული პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებაში, რათა შეძლოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებით პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა. სკოლა ხელს შეუწყობს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. ღირებულებები: სასკოლო საზოგადოება აღიარებს და პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სკოლისთვის პრიორიტეტულად გამოყოფს შემდეგ პოსტულატებს: უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს. პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა: სკოლის ყველა სუბიექტი – მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, მასწავლებელი, პროფესიული ფგანათლების მასწავლებელი,მშობელი – იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. სამართლიანობა: სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პატრიოტიზმი: სკოლა აღიარებს ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების დაცვას, ეროვნული ღირებულებების, კულტურის, ტრადიციების პატივისცემას და შენარჩუნებას. ტოლერანტობა: სკოლა აღიარებს თანასწორუფლებიანობას ადამიანის უფლებათა დეკლარაციის საფუძველზე. ურთიერთპატივისცემა: სკოლა აღიარებს ეთიკის კოდექსს და საქმიანობას წარმართავს სასკოლო საზოგადოების ურთიერთპატივისცემის პრინციპით.
სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს: პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს; სკოლის დირექციას -- დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს; ბუღალტერს; მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს თავისი ტექნიკური პერსონალით; ბიბლიოთეკარს;საინფორმაციო მენეჯერს, სპეციალურ მასწავლებელს; სსსმ მოსწავლის ასისტენტს; ფსიქოლოგს; ენისა და მეტყველების სპეციალისტს, სკოლის ექიმს; სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.
სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი: საგაკვეთილო ცხრილი 2023-2024 I სემესტრი
სსიპ ქალაქ ფოთის N 11 საჯარო სკოლა ახორციელებს სწავლებას დაწყებით( 1-6 კლასი), საბაზო (7-9 კლასი) და საშუალო( 10- 12 კლასი) საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეს ენიჭება საბაზო საფეხურის განათლების კვალიფიკაცია. მე-12 კლასის დასრულების შემდეგ კი საშუალო საფეხურის განათლების კვალიფიკაცია. სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები. კერძოდ: სკოლის თვითმართველობის მიერ ორგანიზებული: 1. ეკოკლუბი "ავანგარდი" (ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020წლის ფინალისტი); 2. რა? სად? როდის? კლუბი (ხელმძღვანელი ინგა წურწუმია). სკოლა ჩართულია: 1. USAID - ის საბაზისო განათლების პროგრამაში ქართულისა და მათემატიკის მიმართულებით 2020 წლიდან დღემდე; 2. English book education და macmillan education - ის პროგრამა MAX მათემატიკა საერთაშორისო კურიკულუმით Vა და VIბ კლასებში.
სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის შინაგანაწესი მოსწავლის, პერსონალის, მშობლისკანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა
სსიპ ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლა მდებარეობს ქ. ფოთი, შავი ზღვის ქ. N6. სკოლაში ამჟამად 21 ფინანსურ კლასში სწავლობს 458 მოსწავლე, მათგან 6 სსსმ მოსწავლე. დასაქმებულია 52 თანამშრომელი. მათ შორის 37 პედაგოგი. სკოლა სამსართულიანია და მისი ძველი კორპუსი აშენდა 1969 წელს, ხოლო 1985 წელს სკოლას მიაშენეს ახალი კორპუსი. ამ 52 წლის განმავლობაში სკოლას არასოდეს ჩატარებია სრული რეაბილიტაცია. თუმცა, უნდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც სკოლას ჩაუტარდა 2013-2017 წლების განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ. 2013 წელს სკოლის მეორე და მესამე სართულზე მოეწყო შიდა სველი წერტილები. 2014 წელს შეიცვალა სკოლის სახურავი: სკოლის ძირითადი შენობა დაიხურა პროფნასტილით, ხოლო სპორტდარბაზი ბრტყელი დახურვით. შეიცვალა სკოლის შესასვლელი ყველა კარი. მოეწყო გარე და შიდა პანდუსი. 2016- 2017 წლებში სკოლაში მოეწყო გათბობის სისტემა და აშენდა ახალი საქვაბე. სკოლა უზრუნველყოფილ იქნა ბუნებრივი აირით. 2021 წლის ზაფხულში სკოლაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა, სკოლის ხელოვნური განათებისთვის შეიცვალა სანათები და რაც მთავარია ამ სამუშაოების ფარგლებში სკოლის დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, მოსწავლეთა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, მოიხსნა მოძველებული, დაზიანებული ე.წ. პლასტიკატის ჭერი. სკოლის შენობის პირველ სართულზე არის რესურს ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, გარე სპორტული მოედანი. სკოლა არ არის სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის, თუმცა სკოლაში არის გარე და შიდა პანდუსი. მეორე სართულზე მდებარეობს ბიბლიოთეკა, ადმონისტრაციის დირექციის და სამასწავლებლოს ოთახები. მესამე სართულზე განთავსებულია კომპიუტერული ლაბორატორია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. სკოლაში ფუნქციონირებს კლასკაბინეტური სისტემა.
სსიპ ქ. ფოთის N11 საჯარო სკოლის ფინანსები