ფოთი, ზამბახიძის ქ. №3
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 0
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 4
სამეგრელო-ზემო სვანეთი · ფოთი · ფოთი, აკაკის ქ. N26
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის მისიაა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოში მაღალი ხარისხის, მოსწავლეზე ორიენტირებული, ინკლუზიური განათლება სწავლების სამივე საფეხურზე; აღზარდოს ეროვნული ინტერესებისა და კულტურული ფასეულობების დამცველი, თავისუფალი, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, აქტიური მოქალაქე; შეუქმნას სათანადო პირობები მოსწავლეთა ინტელექტუალური, ფიზიკური, სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად; ფორმალური და არაფორმალური განათლების STEM საგნების ინტეგრაციით ხელი შეუწყოს ქმედითუნარიანი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეების ჩამოყალიბებას; იზრუნოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზე , სიახლეების მუდმივ დანერგვაზე, რათა იყოს კონკურენტუნარიანი. ხედვა სსიპ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს ჩამოაყალიბოს ევროპული ენების, STEM საგნების და ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციის ხარჯზე. მუდმივად ცოდნის მაძიებელი მოქალაქე, რომელიც თავისუფალი აზროვნებისა და ღირებულებების საფუძველზე შეძლებს გარემოსთან ადაპტაციასა და მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებას ღირებულებები სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა ხელმძღვანელობს სასკოლო საზოგადოების ინტერესებით და მუშაობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: ხარისხზე ორიენტირება -სკოლა ორიენტირებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმართვაზე, შედეგზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლების მიცემაზე, საკუთარი საქმიანობის, სწავლა/სწავლების პროცესის, მუდმივი მონიტორინგზე/შეფასებაზე და სწრაფვაზე გაუმჯობესებისაკენ. ინოვაცია და მუდმივი განვითარება - სკოლა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გეგმავს პრობლემების მოგვარებისა და განვითერების ინოვაციურ ეფექტურ გზებს. სკოლა მზადაა კონტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებუთ მხარესთან სიახლეების, საინტერესო წინადადებების, განსხვავებულიბ პოზიციების განსახილვევლად და დასანერგად. სკოლა ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიულ განვიტარებაზე და ინოვაციური სასწავლო მეთოდ–ხერხებისა და სიახლეების ხელმისაწვდომობაზე. უსაფრთხოება, თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები - გულისხმობს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის: • თანაბარი უფლებების ხელმისაწვდომობას(გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის ულებათა დეკლარაციით) • ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული ადამიანი თავს იგრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წევრად, უსაფრთხოდ და დაცულად მისი სქესის, წარმომავლობის, ენის, შესაძლებლობების, შეხედულებების, რელიგიისა, სოციალური მდგომარეობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად. • განვითარებისა და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების საშუალების მიცემას • შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებისათვის ✓ გუნდურობა და თანამრომლობა - სკოლა მის საქმიანობას წარმართავს გუნდურობისა და თანამშრომლობის პრინციპით. სკოლის საქმიანობის დაგეგმვა/წარმართვა/შეფასებაში ჩართულია სასკოლო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე (ადმინისტრაცია, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რათა მათ ჰქონდეთ სკოლის განვითარების საერთო გაზიარებული ხედვა და ჩამოუყალიბდეთ გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარჩვევები და გაზიარებული პასუხისმგებლობა.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N 3 საჯარო სკოლის სტრუქტურა
სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის ქ.ფოთის N3 საჯარო სკოლის მისის, ხედვა, ღირებულება, შვიდწლიანი და ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმები
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება
სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები 1.სამოქალაქო განათლების კლუბი ,,თემიდა" 2.მეწარმეობის კლუბი ,,დაგონი" 3.კინომოყვარულთა კლუბი ,,კინომანი" 4.მკითხველთა კლუბი ,,ლოგოსი" 5.ეკომოყვარულთა კლუბი ,,შევარდენი" 6.ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი ,,ნინველი" 7.დებატების კლუბი ,,ოქროს საწმისი" 8. ,,ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი" - პროგრამირება პითონით
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. ფოთის N 3 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2023-2024 სასწავლო წელი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. ფოთის N 3 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა 1907 წელს აშენდა და ფოთში ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება. საარქივო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1909 წლის 24 აპრილს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალის, ანა მიქაბერიძის, მოწვევით ცნობილმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო „წმინდა ოლღას“ სასწავლებლის ახალი შენობის გახსნაში (დღევანდელი მე-3 სკოლა) წყარო- გაზეთი ახალი კოლხეთი. 1943-1954 წლებში აღნიშნული სკოლა უკვე ვაჟთა მეორე საშუალო სკოლის სახელწოდებითაა ცნობილი. 1954 წლიდან კი გადაკეთდა მესამე რუსულ საშუალო სკოლად. 1959-1970 წლებში სკოლის დირექტორი შოთა კაკულია იყო, ხოლო 1971 წლიდან 2006 წლამდე ქალბატონი ვერა შელია. 1993 წლის 26 ივლისიდან სკოლა ფოთის განათლების განყოფილებასა და საქართველოს სსსრ განათლების სამინისტროს დაექვემდებარა. ქ. ფოთის მერიის 1993 წლის 26 ივლისს N 456 განკარგულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის განათლების კონცეფციის შესაბამისად მესამე საფეხურის, პროფილური სკოლა. მასში მოიაზრებოდა, ერთ სასწავლო კომპლექსში სხვადასხვა პროფილით სწავლება. აღნიშნული განკარგულებით გაუქმდა ფოთის მესამე საშუალო სკოლა და შეიქმნა ახალი პროფილური სკოლა ქ. ფოთის N 1 ლიცეუმის სახელწოდებით, რომელიც 1993-1996 წლებით თარიღდება. 2006 წლიდან დღემდე სკოლის სახელწოდებაა „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. ფოთის N 3 საჯარო სკოლა“ 2006- 2011 წლებში სკოლის დირექტორი ნინო დვალიშვილი იყო. 2011-2014 წ.წ. სკოლის დირექტორი გოჩა ქორქია. 2014 წლიდან დღემდე ლელა კემულარია. სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. ამ სკოლაში სწავლობდა ებრაელი, რუსი, უკრაინელი, ბერძენი მოსწავლეები, რომლებიც დღესაც წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. ჩვენის კოლის კურდამთავრებულია ცნობილი ექიმი, ლეო ბოკერია, რომელიც ამჟამად მოსკოვში მოღვაწეობს.
თანამდებობის ტიპი თანამდებობა საშტატო ერთეული დირექცია დირექტორი 1 დირექცია დირექტორის მოადგილე 1 დირექცია ბუღალტერი 1 ადმინისტრაცია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 1 ადმინისტრაცია საქმისმწარმოებელი 1 ადმინისტრაცია საინფორმაციო მენეჯერი 1 ადმინისტრაცია ბიბლიოთეკარი 1 მასწავლებელი მასწავლებელი 57 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი სკოლის ექიმი 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ასისტენტი 1 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი მუშა 1 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დარაჯი 3 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი დამლაგებელი 6 ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი ცეცხლფარეში 1 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი ფსიქოლოგი 1