სოფ. ქვ. ცაგერი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 22
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი · ცაგერი · სოფელი ქვედა ცაგერი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებისათვის კომფორტული, უსაფრთხო და წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნას. კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას. ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას სასკოლო საზოგადოებასა და თემში. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების სოციალური და სამეწარმეო უნარების განვითარებას. სკოლის ხედვა ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა მომდევნო წლებშიც გააგრძელებს მოსწავლეებისთვის აკადემიურ განათლების პარალელურად სამეწარმეო განათლების მიცემას და 2030-2031 წლისთვის სკოლა გახდება პროფესიული განათლების პროვაიდერი. ღირებულებები: სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა; • მიუკერძოებლობა; • თანამშრომლობა; • ობიექტურობა; • ადამიანის უფლებების დაცვა.
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა ზრუნავს თითოეულ მოსწავლეში განავითაროს არსებული ნიჭი. სკოლის საქმიანობა აგებულია მოსწავლეების საჭიროებასა და მოთხოვნილებაზე, რათა მათ შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა თავისუფალი დრო მიზანმიმართულად გამოიყენონ. სკოლა ჩართულია ,,USAID - სამოქალაქო განათლების პროგრამაში,“ რომლის ფარგლებში მოსწავლეების მიერ თემის საჭიროებებზე მორგებული არაერთი პროექტი განხორციელდა. სკოლაში მუშაობს შემდეგი კლუბები: • მკითხველთა კლუბი ; • სამოქალაქო განათლების კლუბი; • ეკო კლუბი; • აგრო კლუბი • STEAM კლუბი
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები
სკოლის ინფრასტრუქტურა
სსიპ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის ბიუჯეტი