Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · მცხეთა · მცხეთა, აღმაშენებლის ქ. №71

Register ID#1400
Students736
Teachers51
Buildings1
School profile

General information

Principal
მირანდუხტ ფოფხაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

მცხეთა, აღმაშენებლის ქ. №71

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
20
SEN capacity
8
Available SEN places
7

მცხეთა, აღმაშენებლის ქ. №71

Sector
ქართული
Shift
3
Total capacity
25
Available places
25
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია: სკოლა ორიენტირებულია მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებაზე, რაც გულისხმობს: უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის სასწავლო გარემოს შექმნა, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით მომავალი თაობების აღჭურვა აკადემიური და ცხოვრებისეული უნარებით, განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების უნარის განვითარებას. სკოლა ორიენტირებულია კანონმორჩილი, ტოლერანტი, გარემოსდამცველი, დამოუკიდებელი, ღირსეული პიროვნების აღსაზრდელად. ხედვა: სასკოლო გარემო არის უსაფრთხო და ინკლუზიური, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის და განვითარების საშუალება; მოსწავლე არის მოტივირებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, კანონმორჩილი; სკოლაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ახდენს ცხოვრებისეული უნარების რეალიზებას; სასკოლო საზოგადოებას, ოჯახსა და თემს შორის არის ჯანსაღი, თანამშრომლობითი დამოკიდებულება. სკოლის ღირებულებები ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, სიყვარული, სამართლიანობა, თანასწორობა, ნდობა, ანგარიშვალდებულება და თანადგომა.

Strategic planPlan and performance report

Documents

სტრ.docx19/12/2023 11:58:25 · 2.84 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

მცხეთა #1 - სამოქმედო გეგმა 2023 - 2024 (2).xlsx19/12/2023 12:00:18 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სამოქალაქო განათლების კლუბი”ერთობა”-ს ინიციატივით, მცხეთი N1 საჯარო სკოლაში, გრძელდება მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული პროექტი: აქციე ნაგავი ნარჩენად, დაიცავი გარემო. კლუბის მოსწავლეებმა მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები ნარჩენების რაციონალური მართვის შესახებ და დაურიგეს სკოლის საზოგადოებას. მოუწოდეს მათ, იზრუნონ გარემოზე, დაიწყონ ნარჩენების სეპარირება. შეაგროვონ მაკულატურა ,პლასტმასის ბოთლები და თავსახურები და განათავსონ სკოლაში არსებულ კონტეინერებში. მათი ჩაბარების გზით მიღებული თანხით კი განაახლონ სკოლოს ბიბლიოთეკა წიგნებით. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა (CEP) - მცხეთა-მთიანეთი

Behavior rules and appeal mechanismsText information

11 აპრილს ჩვენი სკოლის ფრანგულენოვანმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ფრანგული სკოლის მიერ ორგანიზებულ ფრანგულ-ქართულ ფესტივალში.ფესტივალს ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში,კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი,საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საგანმანათლებლო კოორდინატორი,ფრანგულის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი,დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები.ჩვენი სკოლა სხვადასხვა აქტივობით წარსდგა: გამოფენა, სამუშაო ატელიე და ორი ფრანგული სიმღერა. უამრავ მონაწილეს შორის ჩვენი ბავშვების შემოქმედება გამორჩეული იყო.ერთხმად ყველამ აღიარა ეს! მოდიოდნენ და მადლობას გვიხდიდნენ.მადლობა ყველა მონაწილეს.განსაკუთრებით გამოვყოფ ნახატების ავტორებს (ელიზა რეგანი,ლევან ალავიძე,ანიტა პაპიაშვილი ლიზა ბუცხრიკიძე)და სიმღერების შემსრულებლებს(ბარბარე თუხარელი,ოთო ზასოხაშვილი,ელენე ყიფშიძე),რომლებსაც ნერვიულობა და დიდი შრომა დაუფასდათ.ბავშვებს სიყვარულით ეფერებოდნენ.მადლობა მანანა არქელიძეს უდიდესი დახმარებისთვის.მადლობა მანანა კაჭარავას,მაია გელაშვილს და ყველა მშობელს.მადლობა ვერიკოს,რომ მოგვცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა ფესტივალში.ეს იყო ᲛᲦᲔᲚᲕᲐᲠᲔᲑᲘᲗ და ბედნიერებით სავსე დღე,რომელმაც ფესტივალში მონაწილეებს ღიად გაუღო ფანჯარა ევროპისკენ.

სსიპ - ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლა