თბილისი, ძველი თბილისი, დ.უზნაძის ქ. №59
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 60
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 13
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, დ.უზნაძის ქ. №59
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ- ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის მისიაა, იყოს რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლებით ლიდერი სკოლა, ითანამშრომლოს მსოფლიო დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ინტერკულტურული დიალოგის წარმართვის მიზნით, მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული პროფესიული კარიერისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში. აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება. სკოლის ხედვა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა 2030 წლამდე გახდება ყველაზე ინოვაციური და მოთხოვნადი სკოლა რეგიონში ინტენსიური ფრანგულენოვანი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებით, კულტურული გაცვლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით. სკოლა შეძლებს უზრუნველყოს სწავლა - სწავლების პროცესის ორგანიზება ისე, რომ მოსწავლეები დაეუფლონ პირობისეულ ცოდნას, გააცნობიერონ საკუთარი როლი ადგილობრივ და გლობალურ პროცესებში თანამონაწილეობის ხედვის პერსპექტივაში. სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე ინოვაციური მიდგომებითა და სწავლის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, 21-ე საუკუნის უნარების მქონე ახალგაზრდების აღზრდას, სკოლა კი დაიმკვიდრებს ადგილს ლიდერ სკოლებს შორის ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭირვალობა: სკოლაში მიმდინარე პროცესები საჯაროა შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით/გათვალისწინებით, საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისთვის კომუნიკაციის მრავალფეროვანი ხერხებით მიუკერძოებლობა: სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: სკოლა მუდმივად თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან დემოკრატიულობის, ინოვაციურობის, შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობით. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სკოლა ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარების ხელშეწყობაზე. საქმიანობის შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე სკოლა გეგმავს განვითარების ინოვაციურ გზებს. პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება- სკოლა აცნობიერებს საკუთარ როლს სოციო-კულტურული გარემოს განვითარებაში, პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი მოქალაქეების ჩამოყალიბებაში.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან, ხედვიდან, ღირებულებებისა და სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს. დოკუმენტი შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, განხილულია სკოლის ძირითადი მიმართულებები და ორიენტირები, რომელიც შედგება: კონცეპტუალური ნაწილისგან, სკოლის განვითარების შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმისა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმისგან, რომელსაც სქემის სახით დაერთვის სტრატეგიული განვითარებისა გეგმა. ყოველწლიურად შესასრულებელი საქმიანობები ჩაშლილია ერთწლიან სამოქმედო გეგმებში. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები,შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის ეფექტური საქმიანობა და მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის სტრუქტურებს შორის აუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევებს. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით სკოლის მართვის სისტემას უნარი შესწევს, თითოეულ მოსწავლესთან დაკავშირებით, იკისროს ვალდებულება: მოსწავლეთა მიღწევების ასამაღლებლად შექმნას შესაბამისი უსაფრთხო და კეთილგანწყობილი საგანმანათლებლო გარემო; ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის განვითარებას მისი ფიზიკური, ფსიქოემოციური და ასაკთან შესაბამისი ინტერესების გათვალისწინებით; მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ–ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით, კერძოდ, სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი მიმდინარეობს ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს, რის საფუძველზეც ცვლილებები და დამატებები შედის სკოლის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის რევიზიაც განხორციელდება სამ წელიწადში ერთხელ.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სსიპ- ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N 23 საჯარო სკოლის 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
შინაგანაწესი მუხლი 22. განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს და მათზე რეაგირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სკოლა რეაბილიტაციაშია
2023 წლის ბიუჯეტის პროექტი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი