Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ თბილისის №191 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, დავით ჯაბიძის ქ. N30

Register ID#14
Students1,451
Teachers80
Buildings1
School profile

General information

Principal
თინათინ ბაქრაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
25/12/2023
Authorization end
25/12/2032
First grade admission

Current capacity information

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გლდანის მე-5 მ/რ

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
125
Available places
0
SEN capacity
13
Available SEN places
12
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ ქალაქ თბილისის N191 საჯარო სკოლის მისია -სსიპ ქალაქ თბილისის N191 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლების, სკოლის პერსონალისა და თემის ურთიერთთანამშრომლობით უზრუნველყოს ინოვაციური, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო და სოციალური გარემო;მისცეს მოსწავლეებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, განუვითაროს მათ აკადემიური და პიროვნული უნარ-ჩვევები, რომლითაც ადვილად შეძლებენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ისე, საზოგადოებაში ადაპტაციას და მიღებული ცოდნის ცხოვრებაში რეალიზებას. ხედვა - სსიპ ქალაქ თბილისის N191 საჯარო სკოლა გახდება აღიარებული ზოგადი განათლების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებითა და ხარისხიანი, თანადროული განათლების ხელმისაწვდომობით, ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებების მუდმივ დაკმაყოფილებაზე. ღირებულებები - · გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure1 additional item

Documents

სკოლის-ორგანიზაციული-სტრუქტურა.pdf19/09/2023 09:52:56 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. დეტალურად იხილეთ თანდართული ფაილი.

Documents

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-191.pdf18/09/2023 12:13:25 · 0.21 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. დეტალურად იხილეთ თანდართული ფაილი.

Documents

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024.pdf19/09/2023 09:56:49 · 0.32 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 .pdf11/12/2025 16:57:29 · 0.56 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 .pdf11/12/2025 16:57:29 · 0.53 MB
Download documents on EMIS

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი (2024-2025).pdf11/12/2025 16:57:30 · 0.28 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი .pdf11/12/2025 16:57:30 · 0.29 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით არასავალდებულო ხასიათის ფასიან საგანმანათლებლო/სააღმზრდელო მომსახურებას წრეების სახით. აღნიშნულში მოსწავლეთა ჩართულობა ნებაყოფლობითია. აღნიშნული წრეები შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის ბრძანების საფუძველზე; დაინტერესებული მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ფორმდება სათანადო ხელშეკრულებები. ამ ეტაპზე სკოლაში ფუქნციონირებს გახანგრძლივებული სწავლების წრე. სკოლა წრეების გარდა, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გასცემს სკოლის ფართს, სადაც ფუნქციონირებს კალათბურთის, ქართული ცეკვების, აღმოსავლური ორთაბრძოლების შემსწავლელი წრეები. დეტალურად იხილეთ თანდართული ფაილი.

Documents

დამატებითი-სერვისები.pdf18/09/2023 12:14:56 · 0.06 MB
დამატებითი სერვისები.pdf11/12/2025 16:57:41 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

• სკოლას მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველსაყოფად შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, სადაც გაწერილია მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, მათ დარღვევაზე პასუხისმგებლობის ფორმები,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი .ამასთანავე, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად, სკოლაში დამტკიცებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, ასევე, განსაზღვრულია რეფერირების პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც შიდა წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებების დაცვას. ამასთანავე, სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც მოსწავლეები, მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ახდენენ თავიანთი უფლებების დაცვას. სკოლის თანამშრომლის ან მოსწავლის მიერ მოსწავლის კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ტარდება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამის პირს ეკისრება დისციპლინური სახდელი. სკოლის შინაგანაწესით ასევე განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესი. მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, თუ თვლის, რომ შეილახა მისი უფლება ან/და მომსწრე გახდა სხვისი უფლების შელახვის ფაქტის, მიმართოს დირექციას და მისი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს საქმის გარემოებების მოკვლევა; შესაძლებელია, ადმინისტრაცია/დირექციის მიერ მოხდეს საქმის შესწავლა, ხოლო თუ გამოიკვეთება მასწავლებლის/დამრიგებლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი, საქმე გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს განსახილველად. დეტალურად იხილეთ დანდართული ფაილები.

Documents

შინაგანაწესი.pdf18/09/2023 12:16:14 · 0.25 MB
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები.pdf18/09/2023 12:33:24 · 0.07 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

• სკოლას სარგებლობაში აქვს გადაცემული 22740 კვ.მ ფართი (შენობა-ნაგებობების ფართი 7411.68 კვ.მ). სკოლის ინფრასტრუქტურა, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ძირითადად რეაბილიტირებულია და გამართულია. სკოლის ძირიტადი შენობა ოთხსართულიანია, დამხმარე- ორსართულიანი. სკოლის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. სკოლა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით. სკოლას აქვს სტანდარტული პორტაბელური კომპიუტერები(ლეპტოპი), ყველა მასწავლებელი და ადმინისტრაციის წევრი სარგებლობს პერსონალური კომპიუტერით. სკოლა უზრუნველყოფილია პროექტორებით, პრინტერებით, აქვს გამართული საკლასო ოთახები, 1 სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი და ღია სპორტული მოედანი. აქვს სსსმ მოსწავლეების გადაადგილებისთვის საჭირო მექანიზმი 1 პანდუსი, 1 ლიფტი. ამასთანავე, მათთვის გამოყოფილია 1 რესურსოთახი და შესაბამისი ადამიანური რესურსი. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი. • სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. სკოლა პოზიტიური გარემოთი, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო საქმიანობებით ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს. სკოლას აქვს სააქტო დარბაზი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ღონისძიებების, კონფერენციების, კონკურსებისა და ინტელექტუალური ვიქტორინებისთვის. სააქტო დარბაზში, ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ ლაბორატორიაში ხშირად იმართება პროექტების პრეზენტაციები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, კინოჩვენებები, რაც ხელს უწყობს სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. ასევე, სკოლას აქვს 1 შიდა და 1 გარე სპორტული მოედანი, სადაც უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მხრიდან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება. გეგმავენ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებსა და თამაშებს. მაგალითად, სპორტის მასწავლებლების ორგანიზებით, ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა ჩვენი სკოლისა და სხვა სკოლის მოსწავლეებს შორის. სკოლაში მოწყობილია

FinancesText information

სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და დამატებითი ეკონომიური შემოსავლები.