Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · მცხეთა · მცხეთა, სოფელი ბიწმენდი

Register ID#1391
Students84
Teachers18
Buildings1
School profile

General information

Principal
ნინელი მამულაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
24/12/2024
Authorization end
24/12/2033
First grade admission

Current capacity information

მცხეთა, სოფელი ბიწმენდი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
18
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე დაიბადა 1883წ. 11 - მაისს, ქ.თბილისში, ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის - იოსებ ბაქრაძის ოჯახში. დედა - ელისაბედ მამულაშვილი, წიგნიერი და ნაკითხი ადამიანი ყოფილა. მის მშობლებს უსაზღვროდ უყვარდათ სამშობლო. მშობლიური ქართული ენა და ქართულის საუკეთესო მცოდნენი ყოფილან. უყვარდათ საკუთარი ოჯახი, ყოფილან შრომისმოყვარეები და პირდაპირები, რასაც ისინი თავიაანთ შვილებს ასწავლიდნენ და უნერგავდნენ.1904 წელს ნინო ბოცვაძემ სკოლა წარმატებით დაამთავრა და სასწავლებლად ვენის უნივერსიტეტში გამგზავრებულა. 1908 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა ნინო ბაქრაძემ ანასტასია თუმანიშვილის მიწვევით სკოლა „განათლებაში“ დაუწყია მუშაობა. პარალელურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალთან „ჯეჯილთან“ და „ ნაკადულთან“ , სადაც აქვეყნებდა პედაგოგიურ წერილებს, მუშაობდა მეთოდურ ლიტერატურასა და დამხმარე სახელმძღვანელოებზე პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის. 1913 წლიდან ნინო ბაქრაძე - ბოცვაძე იყო „ქალთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი“ საზოგადოების ნამდვილი წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გიმნაზიაში, მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდის სკოლის გამგედ. ნინო ბაქრაძე - ბოცვაძე თავის წიგნში აღნიშნავს, რომ სურვილი ჰქონია თავის სოფელში აშენებულიყო სკოლა და საავადმყოფო. მისი ოჯახი ქალაქ თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადმოსულა 1951 წელს. იმ დროს სოფელში ფუნქციონირებდა დაწყებითი კლასები, რომლებიც სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლებში ყოფილა განთავსებული. რადგან მოსწავლეებს უჭირდათ სხვადასხვა სახლებში გადაადგილება ნინო ბოცვაძემ სთხოვა კოლმეურნეობის ხელმძღვანელობას, რომ აეშენებინათ სოფლისთვის სკოლა. 1951 წელს სოფელ ბიწმენდში აშენდა 8 წლიანი სკოლა, სადაც თავად სკოლის გამგედ დანიშნეს, ნინო ბოცვაძემ გარს შემოიკრიბა ახალგაზრდა პედაგოგები და მათთან თანმშრომლობით და თავდაუზოგავი შრომით, სკოლაში ერთგუნდად შეკრული კოლექტივი ჩამოაყალიბა. ახალგაზრდა, გამოუცდელ პედაგოგებს უზიარებდა თავის გამოცდილებას, მსჯელობდა სკოლის მომავალზე, აძლევდა საშუალებას კოლეგებს ემსჯელათ თავიაანთ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე. იგი ესწრებოდა გაკვეთილზე დამწყებ მასწავლებლებს, პედაგოგები საგანგებოდ ემზადებოდნენ ღია გაკვეთილის ჩატარებისთვის, უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს, კითხულობდნენ სახელმძღვანელოში მოცემულ თემებს. დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, რუსუდან (ვარა) რაზმაძე იხსენებდა დიდი სიყ6ვარულითა და პატივისცემით, რომ მისი დახმარებით სოფელში გაიხსნა სკოლა ცოდნის მისაღებად გლეხის გოგო-ბიჭებისათვის. რუსუდან მასწავლებელს წილად ხვდა ყოფილი ნინო ბოცვაძის მიერ დაარსებული სკოლის პედაგოგო და პირადი ნაცნობობა ჰქონოდა ამ დიდებულ პიროვნებასთან. ნინო ბოცვაძეს ახასიათებდნენ, როგორც ყველაზე კეთილშობილ პიროვნებას, რომელიც გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულისხმიერებით და მაღალი პროფესიონალიზმით. ნინო ბოცვაძის სახელობის ბიწმენდის სკოლში აღიზარდა მრავალი თაობა, მათ შორის გამოირჩევა სხვადსხვა პროფესის ადამიანები, ესენი არიან: პროფესორი აივენგო მამულაშვილი ემერეტოს წოდებით, ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ჟორა მამულაშვილი, ვეტ-ფერშალი გიორგი რაზმაძე, ხარიტონ რაზმაძე ვეტ-ექიმი, ირაკლი რაზმაძე - მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტი. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანი ემსახურა ნინო ბოცვაძის მიერ სოფელ ბიწმენდის სკოლის შენობა მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდის საქმეს. 2021-22 სასწავლო წელს უკვე ამორტიზირებულ, მოძველებული სკოლის შენობის ადგილზე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული საბაზო სკოლა, რომელიც გათვლილია 90 მოსწავლეზე. რომლსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი, ნინელი მამულაშვილი, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდას ემსახურება 17 პედაგოგი. მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 92. გარდა სოფელ ბიწმენდში მცხოვრები მოსწავლეებისა სწავლობენ სოფელ ჯიღაურიდან, ახალსოფლიდან და დუშეთის რაიონ სოფელ ახატნიდან, რომელთა გადაადგილებას უზრუნველყოფს სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი.

Documents

ბიწმენდის სკოლის მისია, ხედვა, ღირებულება.docx10/12/2024 14:18:48 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული-განვითარების-გეგმა-2023-24-ს.წ..docx27/10/2023 13:26:22 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

2023-24-წლის-სკოლის-სამოქმედო-გეგმა-Copy (1).doc31/10/2023 10:31:50 · 0.28 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

Documents

შინაგანაწესი-2023-ახალი.doc31/10/2023 10:33:09 · 0.27 MB
Download documents on EMIS