თიანეთი, სოფ. გორანა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 10
- Available places
- 9
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
მცხეთა-მთიანეთი · თიანეთი · თიანეთი, სოფელი სიმონიანთხევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები სკოლის ხედვა სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელშეწყობასა და ცოდნაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე თაობების აღზრდაზე. სკოლის მიზანია სახელოვან წინაპართა ნაკვალევზე აღიზარდოს ახალი თაობა და ჩაუნერგოს მათდამი პატივისცემა და სიყვარული. სკოლა ორიენტირებულია სასკოლო საზოგადოების, მშობლებისა და თემის ურთიერთთანამშრომლობით შექმნას მაღალაკადემიური, სოციო-კულტურული და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული წევრი იზრუნებს ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნა/შენარჩუნებაზე. სკოლის მისია სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მისიაა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღზარდოს: ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობა. ხელი შეუწყოს მოზარდებში გარემომცველი სამყაროს, ქვეყნის, ოჯახის სიყვარულისა და ერთგულების გრძნობის გაღვივებას და განვითარებას. აღზარდოს ინტელექტუალური, გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე სრულყოფილი პიროვნება. სკოლის ღირებულებები სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სკოლის ყველა თანამშრომელი თავის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი სამუშაო პრინციპით და მიდგომით: • პროფესიული ზრდა და განვითარება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • გუნდურად მუშაობა; • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • მიუკერძოებლობა; • სხვათა შრომის, მიღწევების და აზრის პატივისცემა; • ერთგულება; • პროფესიონალიზმი; • საქმის სიყვარული და თანადგომა; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • პასუხისმგებლობა; • ტოლერანტობა; სკოლის ძირითადი პრიორიტეტებია: • მუდმივი განვითარება და პროფესიული ზრდა; • შესაძლებლობების თვითრეალიზაცია; • უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო; • სკოლაში არსებული რესურსების ეფექტური და ეფექტიანი გამოყენება; • შიდა სასკოლო თანამშრომლობა; • გარე პარტნიორული ურთიერთობები.
პედაგოგიური საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა სამეურვეო საბჭო დისციპლინარული კომიტეტი დირექია