Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · თიანეთი · დაბა თიანეთი

Register ID#1382
Students217
Teachers28
Buildings1
School profile

General information

Principal
ნათელა კოჭლამაზაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
28/11/2023
Authorization end
28/11/2032
First grade admission

Current capacity information

დაბა თიანეთი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
30
Available places
11
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

მისია სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მისია უზრუნველყოფს მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის ეროვნული ინტერესების, უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოში თავისუფალი,დემოკრატიული ღირებულებების მქონე პატრიოტი, ტოლერანტი, პროფესიული მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელიც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. სკოლის ხედვა გ) სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტებთან (მაგ:თსუ, კავკასიის უნივერსიტეტი... ) გაფორმებული მემორანდუმისა და კოლეჯებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან (მაგ: წინამძღვრიანთკარის მრავალდარგოვანი კოლეჯის თიანეთის ფილიალი) თანამშრომლობის ამოქმედებით გადამზადების სხვადასხვა პროფესიული კურსის გავლა; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სპორტული აქტივობების გააქტიურება; ე) სკოლის ყველა საფეხურებზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; ვ) მოსწავლისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ზ) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; თ) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება. ღირებულებები სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე სკოლის ღირებულებებია:  სიახლეების მიმართ ღიაობა  სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა  სამართლიანობა  გუნდურობა  ერთგულება  გამჭვირვალობა სიახლეების მიმართ ღიაობა: სკოლა იღებს სიახლეებს, ინოვაციებს, მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულადაა განხილული სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები, ორიენტირება მიდის პრობლემების გადაჭრის გზებზე. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა: სკოლაში სხვისი აზრი და შრომა დაფასებულია, სამართლიანობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ერთგულება: სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აცნობიერებს ჩვენი სკოლის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს თემში და რჩება სკოლის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ტოვებს სამართლიანობის განცდას. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით მნიშვნელოვანია:  პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;  პატიოსნება და კეთილსინდისიერება;  სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;  საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება;  საერთო საქმის კეთება და სკოლის ერთგულება;  ინოვაციური მიდგომების დანერგვა და წარსული გამოცდილების გათვალისწინება;  სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ზრუნვა;  ინიციატივის დაფასება და ზრუნვა მის მუდმივ გაუმჯობესებაზე;  მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება;  გუნდურად მუშაობა და კოლეგიალობის დაცვა;  ინკლუზიური გარემოს შექმნა;  შედეგზე ორიენტირებულობა.

Structure2 additional items

სამეურვეო საბჭო ,დირექტორი, დირექტორის მოადგილე,ბუღალტერი ,ბიბლიოთეკარი,ექთანი, საქმის მწარმოებელი, კათედრის ხელმძღვანელები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, მოსწავლეთა თვითმმართველობა , სპეც-მასწავლებელი ,მასწავლებლები,ტექნიკური პერსონალი, მრჩეველთა საბჭო,მოსწავლეები. სკოლის სტრუქტურას 2025 წლიდან დაემატა პროფესიული მიმართულება: სასწავლო პროცესის კოორდინატორი;ხარისხის მართვის მენეჯერი; რეესტრზე პასუხისმგებელი პირი; შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირი; პედაგოგები.

Documents

თანამდებობრივი ინსტრუქციები.docx21/01/2026 13:35:44 · 0.05 MB
სკოლის სტრუქტურა.docx23/02/2026 11:16:54 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად აანალიზებს გარემო ფაქტორების, კონკურენტების, SWOT- ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების გავლენას სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესებზე. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2023-2030 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. აგრეთვე, განხილულია მარკეტინგული და პიარ ინსტუმენტების გამოყენების რელევანტურობა და მიზნობრიობა.

Documents

7წლიანი სამოქმედო გეგმა.docx02/12/2025 19:36:21 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2).docx02/12/2025 19:48:23 · 0.08 MB
დირექტორის 20 დეკემბრის ანგარიში.docx21/01/2026 13:29:23 · 0.05 MB
დირექტორის ერთწლიანი ანგარიში.docx21/01/2026 13:29:23 · 0.02 MB
სასკოლო გეგმა- 2025-26ს.ს.წ.doc21/01/2026 13:29:23 · 0.5 MB
Download documents on EMIS

Performance report

მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი SWOT ანალიზი ასახავს სკოლის მიმდინარე სიტუაციის სრულ სურათს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ დასაბუთებულად და მიზანმიმართულად. წარმოდგენილი ანალიზი იძლევა მკაფიო შეფასებას როგორც სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ასევე მომავალ შესაძლებლობებსა და გარემო საფრთხეებზე, რაც აუცილებელია განვითარების ეფექტური დაგეგმვისთვის.

Documents

დირექტორის ერთწლიანი ანგარიში.docx02/12/2025 19:48:23 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Programs and support services17 additional items

სკოლაში შექმნილია ინკლუზიური გარემო. სკოლაში არსებული რესურსები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია. 1.1.სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ადაპტაციას სკოლაში და გააადვილოს სასკოლო ცხოვრებაში პირველკლასელთა და მობილობის წესით გადმოსული მოსწავლეების ჩართულობა. ამასთან, აღნიშნული წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, რომელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას ართულებს ენობრივი ბარიერი. 1.2. ეს წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსწავლეს, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზებისგან დამოუკიდებლად, გააჩნია სასკოლო პროცესთან ადაპტაციის პრობლემები. 1.3. სასკოლო საზოგადოება ვალდებულია, განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ახალ სასწავლო გარემოსთან ადაპტაციაში, თავის დამკვიდრებასა და სასკოლო ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართულობაში. 1.4. ამისათვის სკოლა სწავლობს და ითვალისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, მოსწავლის ფსიქოტიპსა და ემოციურ მდგომარეობას. სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია ესაჭიროება: • პირველი კლასის მოსწავლეებს; • სსმ მოსწავლეებს; • ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს(მობილობით სკოლაში ჩარიცხულს/უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით ჩარიცხულს). . სსსმ მოსწავლეთა ადაპტაცია 1. სსსმ მოწავლეთა წარმატებული ადაპტაციისათვის საჭიროა ინფორმაცია ბავშვის ფუნქციური, სოციალურ-ემოციური, წინა აკადემიური უნარების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების, ქცევის თავისებურებებისა და პიროვნული მახასიათებლების ცოდნა. სკოლამ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიპოვოს მოსწავლის ოჯახთან თანმიმდევრული კომუნიკაციით. ობიექტურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტი დისციპლინური გუნდის დასკვნა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ბავშვის საჭიროებები და მოცემულია სასწავლო პროცესისა და გარემოსთან შეგუების რეკომენდაციები. 2. შეზღუდული შესალებლობების მქონე ბავშვების რეგისტრაციისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საჭიროებები (მაგალითად, ფიზიკური გარემოს ადაპტაციასთან დაკავშირებული საჭიროებები), რათ მომავალმა მოსწავლემ შეძლოს გარემოში თვისუფლად გადაადგილება. 3. რიგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტის საჭიროებაც(სპეციალური მასწავლებელი, ინდივიდუალური ასისტენტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი და სხვა.). აღნიშნულის საჭიროებოს შემთხვევში, დროულად უნდა მოხდეს სათანადო სპეციალისტების შერჩევა. 4. მნიშვნელოვანია, სკოლის მხრიდან მშობელმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა დამხმარე სერვისებია სკოლაში სსსმ და შშმ ბავშვების მხარდასაჭერად. ასევე, თუ რა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშობენ სკოლაში, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, როგორ მოხდება ბავშვის აკადემიური შეფასება, როგორ ხდება სწავლება ინდივიდუალური სასწსავლო გეგმით და სხვ. მუხლი 4. საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ადაპტაცია 1. მეშვიდე კლასი დაწყებითი განათლების საფეხურიდან საბაზო საფეხურზე, ხოლო მეათე კლასი საბაზო განათლების საფეხურიდან საშუალო განათლების საფეხურზე გადასვლის დასაწყისია. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების ეტაპია, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს: დამრიგებლის ცვლა, ახალი საგნებისა და მასწავლებლების გაცნობა, ახალი დღის რეჟიმი, დამატებითი პასუხისმგებლობები და სხვ. 2. დამრიგებლების როლი ამ პროცესში გადამწყვეტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსწავლეები ამ ასაკში განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იმ ყველაფრის მიმართ, რაც მათ განსხვავებულს ხდის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზიციის პროცესზე მუშაობა იყოს მოქნილი და მრავალფეროვანი, როგორც კლასთან, ასევე მცირე, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებთან ერთად ან/და ინდივიდუალურად. 3. ტრანზიციის პროცესისნ ეფექტიანად განხორციელებისათვის რეკომენდებულია, მრომ დამრიგებელმა, სადამრიგებლო საათის დროს, წარადგინოს საბაზო/საშუალო საფეხურის მიზნები და, შესაბამისად, ხაზი გაუსვას მომავალი ცხოვრების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელლობას, გააცნოს მოსწავლეებსა და მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებსტრანზიციის პროცესის აქტუალობა. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა, ასაკის შესაბამისად, უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:მოსწავლის პიროვნული და მორალური განვიტარება, მეწარმეობის უნარების განვიტარება, თვალსაწიერის გაფართოება. 4. წინამდებარე საფეხურებზე სკოლაში მობილობის წესით ახალი მოსწავლის გადმოსვლისას, ასევე, უმნიშვნელოვანესია კლასის დამრიგებლის როლი. პირველ რიგში დამრიგებელმა უნდა გაიცნოს ახალი მოსწავლე და კლასში მის წარდგენამდე თანაკლასელებს შეუქმნას მასზე პოზიტიური დამოკიდებულება. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წარმატებით ადაპტაციას, სწორედ კლასის დამრიგებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წაახალისოს მოსწავლეები, დაამყარონ კომუნიკაცია კლასის ახალ წევრთან. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჯგუფურ დავალებებს და სხვა ისეთ აქტივობებს, სადაც წარმატების მისაღწწევად აუცილებელია კოორდინირებული ქმედებები და ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია. ასევე, დამრიგებელმა არაფორმალური განათლების შეთავაზების გზით ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს შორის მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. 555 53 54 10 - ლელა ქავთარაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი .

Documents

სადამრიგებლო პროგრამაMicrosoft Word Document.docx03/12/2025 15:23:01 · 0.03 MB
მოსწავლის გარემოს ადაპტაციის მექანიზმი.docx03/12/2025 15:23:02 · 0.02 MB
2025წ 20 სექტ.ოქმიN1.docx03/12/2025 15:23:02 · 0.02 MB
ექსკურსია კახეთში 30.05.2025წ..docx03/12/2025 15:23:02 · 0.01 MB
გოდერძი ჩოხელი.docx03/12/2025 15:23:02 · 0.03 MB
VII კლ.სადამრ.პროგრამა..docx03/12/2025 15:23:02 · 0.02 MB
პროექტის ანგარიში.docx03/12/2025 15:23:03 · 0.02 MB
,,საქართველოო ლამაზო''.docx03/12/2025 15:23:03 · 0.03 MB
თიანეთი — მომავლის ქალაქი.docx03/12/2025 15:23:03 · 0.03 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.docx20/01/2026 15:40:48 · 0.62 MB
სტემკლუბის პროექტი - თიანეთი — მომავლის ქალაქი.docx21/01/2026 14:11:28 · 0.03 MB
კლუბის წესდება (1) (1).docx21/01/2026 14:11:28 · 0.02 MB
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.docx21/01/2026 14:11:28 · 0.03 MB
პროექტის ანგარიში 2.docx21/01/2026 14:11:29 · 0.02 MB
-საჯარო-სკოლის-ხარისხის-განვითარებისა-და-მხარდაჭერის-ჯგუფის-დებულება.docx21/01/2026 14:11:29 · 0.03 MB
სადამრიგებლო პროგრამაMicrosoft Word Document.docx21/01/2026 14:11:29 · 0.03 MB
eქსერნი კონსულტაციაქ.docx21/01/2026 14:11:29 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms8 additional items

წინამდებარე სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება ზსდ-ში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებზე, პროფესიულ სტუდენტებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე ზსდ-ს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს ზსდ-ს და ზსდ-ში დასაქმებულ პირებსა და პროფესიულ სტუდენტებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. ზსდ ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. ზსდ ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი/პროფესიული სასწავლო პროცესის მენეჯერი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლეს/პროფესიულ სტუდენტს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) ზსდ-ში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზსდ-ს ადმინისტრაცია - ზსდ-ს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის), ასევე ზსდ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) ზსდ-ს დირექცია – ზსდ-ს დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები/პროფესიული სასწავლო პროცესის მენეჯერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) პროფესიული სტუდენტი - პირი, რომელიც ირიცხება ზსდ-ში ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრული წესით და სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. დ) პროფესიული განათლების მასწავლებელი- ---------------------------------- ე) პროფესიული სასწავლო პროცესის მენეჯერი- ----------------------------------- გ) პროფესიული სასწავლო დრო – ზსდ-ს სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე ზსდ-ს მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – ზსდ-ს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

Documents

შინაგანაწესი.docx03/12/2025 15:22:28 · 0.08 MB
ხელშეკრულება სკოლა მშობელი.pdf03/12/2025 15:22:29 · 0.78 MB
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.pdf03/12/2025 15:22:29 · 0.17 MB
რეფერირების წესი.docx03/12/2025 15:22:29 · 0.02 MB
მოსწავლის კანონიერი უფლებების დაცვა.docx03/12/2025 15:22:29 · 0.03 MB
matsne-3658522-0 (4).doc21/01/2026 14:13:32 · 1 MB
მოსწავლის ჩარიცხვის წესი.docx21/01/2026 14:13:32 · 0.02 MB
საჩივრის განხილვის პროცედურა.docx21/01/2026 14:13:32 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

სკოლაში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა. სასწავლო გარემო ადაპტირებული და მორგებულია ყველა მოსწავლისთვის და ზოგადად სასკოლო საზოგადოებისთვის.

Documents

სკოლის ლაბორატორიის მაღთვის წესი.docx03/12/2025 15:13:13 · 0.03 MB
ბიბლიოთეკის კომპიუტერული ლაბორატორიით სარგებლობის წესი.pdf03/12/2025 15:13:14 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Finances1 additional item

სკოლის ბიუჯეტი განსაზღვრულია მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსებიდან,მასწავლებელთა სახელფასო დანამატებითა ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიწოდებული დანამატებით.სკოლის ბიუჯეტი სამეურვეო საბჭოს მიერაა დამტკიცებული. სკოლის ფინანსური მართვა ხორციელდება კანონის შესაბამისად.სკოლა ფინანსურად არამდგრადია. სკოლა ვერ იღებს ეკონომიკურ შემოსავლებს.ვერ ხერხდება ფართების გაიჯარება.სკოლის რესურსებით აღჭურვის ძირითადი წყაროა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური ჩართულობა.სკოლის გათბობას ხმარდება დიდი ოდენობის გაზმომარაგება,რაც მწვავედ აისახება სკოლის ბიუჯეტზე.ფინანსური პრობლემების გამო ,ვეღარ ხერხდება ისეთი აქტივობების გათვალისწინება როგორიცაა,წიგნადი ფონდის განახლება,ტექნიკის განახლება, სკოლის მოვლა-პატრონობა(რემონტი) ,საგანმანათლებლო რესურსების შეძენა და სხვა.

Documents

ბიუჯეტის პროექტი 2025 წ.pdf03/12/2025 15:12:30 · 1.01 MB
Download documents on EMIS