თიანეთი, ლაშარის 67
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 18
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
მცხეთა-მთიანეთი · თიანეთი · დაბა თიანეთი, ლაშარის ქუჩა №67
Open a section to view its text, related links, and document listing.
მოკლე ინფორმაცია
მოკლე ინფორმაცია სსიპ დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო. • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესები მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. 2024-25 სასწავლო წლიდან, სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები: 1. კლუბი “ერთმანეთისთვის-სკოლის თვითმმართველობა” 2. სპორტული კლუბი “აონი”