დუშეთი, სოფ. ჭილურტი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 15
- Available places
- 14
- SEN capacity
- 2
- Available SEN places
- 2
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი ჭილურტი
Open a section to view its text, related links, and document listing.
შევუქმნათ მოსწავლეებს უსაფრთხო, ჯანსაღი, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, ცოდნის შეძენისა და რეალიზებისთვის საჭირო გარემო და პირობები. ჩამოვუყალიბოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, მათ შორის მომავალი განვითარების გზის არჩევაში. მუდმივად ვიზრუნოთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ზრდასა და სოციალურ მდგრადობაზე, ხელი შევუწყოთ მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში. საჯარო სკოლის ხედვა თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად მუდმივი სწრაფვა თვითგანვითარებისკენ, საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური ჩართულობა, ჯანსაღი კონკურენცია დაგვიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. პროფესიული ზრდა და განვითარება, ეფექტიანი კომუნიკაცია, საქმის სიყვარული და ერთგულება, სიახლეების მიმღებლობა, განსხვავებული ხედვის ანალიზი, სანდოობა, ტოლერანტობა, ღიაობა, გუნდური კულტურა, სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.
სკოლის სტრუქტურა
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა არსებული გამოცდილება და ახალი გამოწვევები. სკოლა ძირითად ამოცანად ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების და პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია მოხდეს ამ გეგმის გადახედვა. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებლივ აქტებს.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა წლების გამოცდილების საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთის ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომლის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.
1. სკოლა ვალდებულია სასკოლო დროს, სკოლის ტერიტორიაზე შექმნას სსიპ სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. 2. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის პროცედურები და მექანიზმები განისაზღვრება და რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N 06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
სსიპ სოფ. ჭილურტის სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. 4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 5. სკოლასა და დასაქმებულებს/მოსწავლეებს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
სსიპ სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლას აქვს ორი შენობა. სოფელ ჭილურტში მდებარე შენობა აშენდა 1975 წელს, სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, 2013 წელს შეცვლილი აქვს სახურავი, გარე კარებები და ფანჯრები. სოფელ ებნისში მდება შენობა შენდა 1977 წელს, კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, შეცვლილი აქვს სახურავი, გარე კარებები და ფანჯრები.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტის მონაცემები სკოლის ბიუჯეტი: 400303 ლარი; შრომის ანაზღაურება: 353906 ლარი; კომუნალური გადასახადები: 74750 ლარი; სხვა ხარჯები: 0 ლარი.