დუშეთი, სოფელი ზემო შუახევი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 22
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი ზემო შუახევი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუახევის საჯარო სკოლა არსებულ შენობაში 1975 წლიდან ფუნქციონირებს. თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე მან შეძლო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა მრავალი ათეული თაობის ისტორიაში. სკოლის ისტორია არ არის მხოლოდ პედაგოგთა თაობების მიერ შრომით და ღვაწლით განვლილი წლები. მისი ძველი კედლები ინახავს სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე ღირსეული ადამიანების სახელებს, იმ დიდი სიყვარულისა და ერთგულების ამბავს, რომლის გარეშე სკოლა ვერ შეძლებდა თავისი უმთავრესი მისიის შესრულებას.
სკოლის სტრუქტურა - სკოლის საზოგადოება
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუახევის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. შვიდ წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუახევის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023-2024 სასწავლო წლის წლიური სამოქმედო გეგმა. სკოლის 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.
სკოლას შემუშავებული აქვს მხარდაჭერის სერვისები: ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი
შინაგანაწესი
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუახევის საჯარო სკოლა აშენდა 1975 წელს. სრული რეაბილიტაცია სკოლას ჩატარებული არ აქვს. ჩატარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შეცვლილია გარე და შიდა კარ-ფანჯარა, სახურავი .
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.