თბილისი, ძველი თბილისი, უზნაძის ქ. №109
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 75
- Available places
- 57
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, უზნაძის ქ. №109
Open a section to view its text, related links, and document listing.
ს კ ო ლ ი ს მ ი ს ი ა ქალაქ თბილისის N63 საჯარო სკოლა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, სამოქალაქო ცნობიერებისა და პატრიოტული, ინტერკულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, განვითარებული კომპეტენციების საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ ცვალებად, გლობალურ გარემოში ადაპტირებას. ს კ ო ლ ი ს ხ ე დ ვ ა სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარება, შექმნას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მენტალური უსაფრთხო, სამართლიანი გარემო, განავითაროს დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისი სასკოლო კულტურა. ს კ ო ლ ი ს ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი: გუნდურობა: სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში, გადაწყვეტილებათა უმრავლესობა მიიღება კონსესუსის საფუძველზე და მიღებული გადაწყვეტილებები ხორციელდება თანამშორმლობით გარემოში; ღიაობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. პასუხისმგებლობა: ვაცნობიერებთ რა სასკოლო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, ინიციატივებს და განსხვავებულ პოზიციებს. ორიენტირებულნი ვართ პრობლემების კონსენსუსის გზით გადაჭრაზე. თანასწორობა: სასკოლო საზოგადოების წევრები თანასწორნი არიან და სკოლაში განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა და საქმიანობა მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტივიზმს და დიკრიმინაციას. ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება: სკოლისათვის მნიშვნელოვანია მუდმივად იყოს მზად უპასუხოს ახალ გამოწვევებს, დასახოს განვითარების ინოვაციური გზები და წინარე გამოცდილებაზე დაყრდნობით დანერგოს სიახლეები; ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელების ხელშეწყობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სკოლა ჩასმულია მსოფლიო ბანკის პროექტში- სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის.