დუშეთი, სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 35
- Available places
- 32
- SEN capacity
- 4
- Available SEN places
- 4
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი საშაბურო
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლას საინტერესო ისტორია აქვს: სკოლა 1921 წელს დაარსდა, როგორც დაწყებითი სკოლა, 1936 წელს კი რვაწლიან, არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთებულა. სკოლის ძველი შენობა, რომელიც დაახლოებით 1850- იან წლებშია აშენებული, თავადს, კეზელს ეკუთვნოდა, რომელიც ჩამოსიძებული ყოფილა. მას არ ჰყავდა მემკვიდრე, ამიტომ სოფლის მოსახლეობისათვის უჩუქებია შენობა, რომ სასწავლო დაწესებულება გახსნილიყო. ნამდვილად არ ვიცით 1921 წლამდე ფუნქციონირებდა თუ არა სკოლა. არ გვაქვს დამადასტურებელი ინფორმაცია. შენობა სქელი კედლებითაა აშენებული და თითოეულ საკლასო ოთახში ძველებური ბუხარი იყო ჩაშენებული. ამჟამად სკოლის ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სკოლაში მეზობელი სოფლებიდან დადიოდნენ ბავშვები და ახლაც დადიან. ესენია: ლაზვიაანი, ჩანადირები, საშაბურო, ნაგლიანთკარი, ყარსიმაანთკარი, ბაგა, ვარდისუბანი. ამ სკოლაში მუშაობდნენ პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პასუხისმგებლობით სავსე და კომუნიკაბელური მასწავლებლები: ნაზი გაგელიძე, ამალია ყარმაზანაშვილი, მაყვალა ობოლაშვილი, მარიამ მაკარაშვილი, მარგო გულარაშვილი, ლამარა საბაძე, ოთარ ჩოქურიშვილი, ალექსანდრე ჩოხელი, ვახტანგ შაბურიშვილი, აკაკი მდორეული, პაატა ნაგლიაშვილი, ივანე ბუჩუკური და სხვები. 2005-2006 წლებში ძველი სკოლის შენობის გვერდით აშენდა ახალი, ერთსართულიანი, ხის სკოლა. ამჟამად სკოლაში მიმდინარეობს სწავლება მე-12 კლასის ჩათვლით. სკოლის დირექტორია მიხა ჯაბუშანური, პოეტ გაბრიელ ჯაბუშანურის ძმისშვილი. სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელს პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ოქროსმედალოსანი მოსწავლე გაუშვა, ლაშა თაკაშვილი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გახდა 100% დაფინანსებით და ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ლაშა თაკაშვილი მიიწვია იტალიის, ქალაქ რომის Academia Vivarium Novum -მა. ჩვენი ყოფილი მოსწავლე არის ამ უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, იგი წარმატებით აგრძელებს სწავლას. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ წარმატებით და სტიპენდიანტებიც არიან. სკოლის დირექცია ყველას უსურვებს წარმატებასა და წინსვლას. პატივისცემით,
სკოლის სტრუქტურა
სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, წინარე გამოცდილება და დაიგეგმა ახალი გამოწვევები. სკოლის ძირითადი ამოცანაა მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ - ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან.
სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა 2. უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.
სკოლაში მოქმედებს: შინაგანაწესი და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან განხორციელებული შიდა ინსტრუქცია და ა.შ.
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლა 2005-2006 წელს არის აშენებული. შენობა ხისაა. სრული რეაბილიტაცია სკოლას ჩატარებული არ აქვს. ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ანუ სხვადასხვა წლებში შეიღება იატაკი, კარ-ფანჯრები, კედლები, გარე ფასადი, გარე ტუალეტები. მოშენებულია შიდა საპირფარეშოები. სკოლას ფართის უქონლობის გამო არა აქვს სპორტული დარბაზი, კაბინეტ-ლაბორატორიები, რესურს ოთახი და ა.შ.
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.