Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · ქალაქი დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N47

Register ID#1364
Students490
Teachers40
Buildings2
School profile

General information

Principal
ლალი ებიტაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
15/09/2023
Authorization end
15/09/2032
First grade admission

Current capacity information

ქ. დუშეთი, სტალინის ქ. 45

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
70
Available places
28
SEN capacity
7
Available SEN places
7
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლა ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. არსებობის თითქმის ორსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე მან შეძლო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა არა მარტო მრავალი ათეული თაობის, არამედ მთელი ერის ისტორიაში. სკოლის ისტორია არ არის მხოლოდ პედაგოგთა თაობების მიერ შრომით და ღვაწლით განვლილი წლები. მისი ძველი კედლები ინახავს სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე ღირსეული ადამიანების სახელებს, იმ დიდი სიყვარულისა და ერთგულების ამბავს, რომლის გარეშე სკოლა ვერ შეძლებდა თავისი უმთავრესი მისიის შესრულებას.

Documents

მისია, ხედვა,ღირებულებები.pdf17/11/2023 11:32:21 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Structure
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა წინარე გამოცდილება და ახალი გამოწვევები. სკოლა ძირითად ამოცანად ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა (1).pdf20/11/2023 13:47:05 · 0.67 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის 2025 – 2026 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2025-2026 წლებში.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf14/12/2023 12:19:01 · 3.84 MB
17. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.pdf11/09/2025 00:37:46 · 0.9 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2025-2026.pdf28/09/2025 22:09:27 · 1.65 MB
Download documents on EMIS

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში - 2024-2025.pdf11/09/2025 00:37:46 · 0.5 MB
Download documents on EMIS
Programs and support services11 additional items

სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; ტრანზიციის გეგმა; ინდივიდუალური-სასწავლო-გეგმის-შემუშავების-მეთოდოლოგია; სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი პერსონალის მართვის პოლიტიკა ვერიფიკაციის მექანიზმი სტრუქტურული ერთეულების პირების ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

Documents

ინდ გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია.pdf12/12/2023 11:15:58 · 1.76 MB
შეფასების სისტემის ვერიფიკაციის მექანიზმი.pdf12/12/2023 11:15:59 · 2.8 MB
სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაციები.pdf12/12/2023 11:16:00 · 2.05 MB
სკოლაში ტრანზაციის წესი.pdf12/12/2023 11:16:00 · 3.58 MB
პერსონალის ადაპტაციის წესი.pdf12/12/2023 11:16:00 · 1.04 MB
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი.pdf12/12/2023 11:16:00 · 0.99 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf12/12/2023 11:16:00 · 2.54 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf12/12/2023 11:16:01 · 3.96 MB
სტრუქტურული ერთეულების პირების ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.pdf28/09/2025 22:28:58 · 1.34 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms5 additional items

სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; თანამდებობრივი ინსტრუქციები

Documents

საჩივრის პროცედურა.pdf15/12/2023 09:14:44 · 1.24 MB
შინაგანაწესი -2023 წელი.pdf16/12/2023 11:23:42 · 11.58 MB
ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია 2023.pdf16/12/2023 11:34:07 · 3.16 MB
სტრუქტურული ერთეულების პირების ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.pdf28/09/2025 22:25:47 · 1.34 MB
შინაგანაწესი -2025.pdf28/09/2025 22:25:47 · 0.86 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

2020-2021 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. კეთილმოწყობილი გარემო, სველი წერტილებითა და გათბობის სისტემით, მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით.

Finances1 additional item

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორის 2024 წლის ფინანსური ანგარიში და 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 176.00 ლარს. 2024 წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 771000.00 ლარზე. 2024 წელს ვაუჩერული დაფინანსებიდან სკოლამ მიიღო 790652,00 ლარი. ეკონომიკური საქმიანობიდან კი მიიღო 3933,00 ლარი. ბიუჯეტით განსაზღვული თანხა ძირითადად გაიხარჯა შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამტები) და კომუნალურ გადასახადებზე. გარკვეული თანხა გაიხარჯა ოფისის ხარჯებზე (საკანცელარიო, ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა) და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებაზე. 2024 წლის ბიუჯეტში საჭირო გახდა ცვლილების შეტანა ვაუჩერული დაფინანსების გაზრდის გამო, როგორც შემოსავლით, ასევე ხარჯვით ნაწილში. 2024 წელს ფინანსური ოპერაციები განხორციელდა სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. 2025 წლის ბიუჯეტი 2025 წლის ბიუჯეტში ვაუჩერული დაფინანსებიდან მისაღები შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 970000,00 ლარი. სკოლამ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები შემოსავალიც, რომლის გათვალისწინებითაც აღნიშნული შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 4000,00 ლარი. ბიუჯეტით განსაზღვული თანხა ძირითადად გაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, დანამატები) და კომუნალურ გადასახადებზე. თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ოფისის ხარჯების დასაფარად (საკანცელარიო ნივთების, ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა). 2025 წელს იგეგმება სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაიხარჯება კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებზე, სასკოლო ინვენტარის შეძენაზე, ყველა იმ საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც სასკოლო საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით, აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ნორმალურად წარმართვისათვის.

Documents

2025 წლის საბიუჯეტო განაცხადი - დუშეთის N1 საჯარო სკოლა (1).xlsx28/09/2025 22:04:25 · 0.04 MB
Download documents on EMIS