Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი ოძისი

Register ID#1361
Students51
Teachers15
Buildings1
School profile

General information

Principal
თამარ ღუნაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

დუშეთი, სოფელი ოძისი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
21
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლების, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, ინფორმირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე. სკოლა, ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებიდან გამომდინარე, ზრუნავს შეუქმნას მოსწავლეს სწავლების ყველა საფეხურზე წინაპირობები იმისათვის, რომ მან შეძლოს სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა, პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების პერსპექტივების გათვალისწინებით, მისცეს ხარისხიანი განათლება, ჩამოუყალიბოს ის უნარები და ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პიროვნების დასაქმებას სხვადასხვა სფეროში და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. სკოლის ხედვა სკოლა მუდმივად ორიენტირებული იქნება ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე. რომელიც დაეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს, ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებით თითოეულ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინოს და განივითაროს კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები. თბ ჩვენი სკოლა ყოველთვის იქნება ნდობით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების განხორციელების გზით ხელს შეუწყობს წარმატებულ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რომლებსაც შეეძლებათ მნიშვნელოვანი როლი შეიტანონ ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებასა და ინტერესების დაცვაში.სკოლის ღირებულებები: სკოლა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენებით საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:  საზოგადოებრივი რგოლების კოორდინირებული და კონსტრუქციული თანამშრრომლობა;  გამჭირვალობა;  ობიეტურობა;  განვითარება და ინოვაციურობა;  პროფესიული ზრდა-განვითარება.

Documents

სსიპ სოფელ ოძისის საჯარო სკოლის მისია,ხედვა და ღირებულებები..pdf24/04/2024 13:24:12 · 4.71 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სსიპ სოფელ ოძისის საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურის სქემა 2. სამეურვეო საბჭო 3. დირექცია 4. დირექტორი 5. ბუღალტერი 6. დისციპლინური კომიტეტი 8. პედაგოგიური საბჭო 9. საგნობრივი კათედრები 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა 11. ადმინისტრაცია 12. საქმისმწარმოებელი 13. ბიბლიოთეკარი

Documents

სტრუქტურა.docx24/04/2024 13:30:31 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, წინარე გამოცდილება და დაიგეგმა ახალი გამოწვევები. სკოლის ძირითადი ამოცანაა მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ - ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf02/05/2024 08:59:55 · 18.81 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა 2. უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სკოლაში მოქმედებს: შინაგანაწესი და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან განხორციელებული შიდა ინსტრუქცია და ა.შ.

Documents

რეფერირების შიდა წესები..pdf01/05/2024 11:39:38 · 16.81 MB
შინაგანაწესი.pdf01/05/2024 14:06:01 · 44.19 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item

სკოლა აშენდა 1979 წელს.წლების განმავლობაში სკოლაში ტარდებოდა ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები,თუმცა სკოლა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. სკოლა ნაწილობრივ ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

FinancesText information

სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის საჯარო სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.