Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი მჭადიჯვარი

Register ID#1360
Students98
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
შორენა დრიაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

დუშეთი, სოფ. მჭადიჯვარი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
16
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია: ჩვენი სკოლის მისიაა უსაფრთხო, ინკლუზიურ სასწავლო სივრცეში აღზარდოს მოტივირებული, პატრიოტი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოსწავლე, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოში შეძლებს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და გახდეს სრულფასოვანი მოქალაქე. სკოლის ხედვა: სკოლა იზრუნებს უსაფრთხო, დისციპლინირებულ გარემოში მიაღწიოს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს, ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებას, მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებასა და არაფორმალური განათლების განვითარებას. სკოლის ღირებულებები:  დემოკრატიულობა  გუნდურობა  პროფესიონალიზმი  სამართლიანობა  პასუხისმგებლობა  თანამშრომლობა  ურთიერთპატივისცემა

Strategic planPlan and performance report

Plan

მოკლე ინფორმაცია დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. ფაილები

Annual action planPlan and performance report

Plan

ოკლე ინფორმაცია სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2024– 2030სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2024-2024 წლებში.