თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ხუდადოვის ქ.63
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 75
- SEN capacity
- 11
- Available SEN places
- 8
თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი · თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ხუდადოვის ქ. №65
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ქ. თბილისის N5 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, რომელსაც შესწევს ინტერკულტურული დიალოგის წარმართვა. საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირება როგორ მონოკულტურულ ასევე, გლობალური მოქალაქეობის დონეზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლა შეძლებს უზრუნველყოს სწავლა - სწავლების პროცესის ორგანიზება ისე, რომ მოსწავლეები დაეუფლონ პირობისეულ ცოდნას, გააცნობიერონ საკუთარი როლი ადგილობრივ და გლობალურ პროცესებში თანამონაწილეობის ხედვის პერსპექტივაში. განივითარონ ისეთი კომპეტენციები როგორიცაა: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, მულტიკულტურული დიალოგის, პრობლემის გადაჭრისა და კომფლიქტების არაძალადობრივი გადაჭრის უნარი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები ორიენტაცია კანონის უზენაესობაზე - ადამიანთა უფლებების და თავისუფლებების, ღირსებისა და თანასწორობის დაფასება. ორიენტაცია განვითარებაზე - ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაზე; გამჭვირვალობა - სკოლაში მიმდინარე პროცებთან მიმართებით, სკოლა არის ღია და მისი ღიაობა აისახება შესაბამის წესებსა და პროცედურებში. ასევე საჯრო ინფორმაციის ხელმისაღვდომობაში. თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები - სკოლა ორიენტირებულია განავითროს ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს იგრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წარმომადგენლად, დაცულად, უსაფრთხოდ მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ან სხვა ნიშნისა. სასკოლო საზოგადოების თოთოეულ წევრს მიეცემა განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა ორიენტაცია პასუხისგებლობაზე - სკოლა აცნობიერებს რა თავის როლს სოციო-კულტურული გარემოს განვითარებაში, ხელს უწყობს პასუხისგებლიანი მოქალაქეების ჩამოყლიბებას.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმა რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: სკოლის ძირითადი ამოცანაა მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე. სკოლა ამზადებს მოზარდს მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელს უწყობს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ ქალაქ თბილისის N5 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, შენობა მდგრადია, თუმცა არ არის ადაპტირებული შსსმ მოსწავლეებზე (შენობაში არ არის ასასვლელი ლიფტები და პანდუსები), ასევე სკოლას არ აქვს სახანძრო სისტემა. სკოლის ადმინისტრაციამ მოიძია შესაბამისი სტრუქტურები, რომლებთანაც დაწყებულია მუშაობა, რათა დროულად მოხდეს საჭირო ქმედითი ღონისძიებები.
სსიპ ქალაქ თბილისის N5 საჯარო სკოლის 2023 და 2024 წლების ბიუჯეტი