დუშეთი, დაბა ჟინვალი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 60
- Available places
- 32
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 6
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, დაბა ჟინვალი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: ჩვენი სკოლის მისიაა უსაფრთხო, ინკლუზიურ სასწავლო სივრცეში აღზარდოს მოტივირებული, პატრიოტი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოსწავლე, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოში შეძლებს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და გახდეს სრულფასოვანი მოქალაქე. სკოლის ხედვა: სკოლა იზრუნებს უსაფრთხო, დისციპლინირებულ გარემოში მიაღწიოს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს, ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებას, მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებასა და არაფორმალური განათლების განვითარებას. სკოლის ღირებულებები: დემოკრატიულობა გუნდურობა პროფესიონალიზმი სამართლიანობა პასუხისმგებლობა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემა
სკოლის სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. დანართში
დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.
სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია და ა.შ.
სკოლის შენობა არის აშენებული 1973-1974 წელს. სრული რეაბილიტაცია სკოლას ჩატარებული არ აქვს. ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოხდა რამდენჯერმე: შეცვლილია კარ-ფანჯარა, სახურავი, მოწყობილია ცენტრალური გათბობის სისტემა და ა.შ.
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.