დუშეთი, სოფელი ბაზალეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 40
- Available places
- 37
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი ბაზალეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, წინარე გამოცდილება და დაიგეგმა ახალი გამოწვევები. სკოლის ძირითადი ამოცანაა მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ - ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან.
სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: 1. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა 2. უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.
სკოლაში მოქმედებს: შინაგანაწესი და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან განხორციელებული შიდა ინსტრუქცია და ა.შ.
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.