Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი წიწკანაანთსერი

Register ID#1335
Students27
Teachers15
Buildings1
School profile

General information

Principal
ნანა ნინიაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/08/2024
Authorization end
27/08/2033
First grade admission

Current capacity information

ყვარელი, სოფელი წიწკანაანთსერი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ტოლერანტი, კრიტიკულად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, კანონმორჩილი, სამოქალაქო ცნობიერების მქონე თაობა, რომელსაც ექნება არა მარტო ხარისხიანი განათლება, არამედ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრების უნარი. სკოლის ხედვა სკოლა მოსწავლეებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უსაფრთხო, მეგობრულ გარემოს, სადაც სასკოლო საზოგადოების წევრები თავს გრძნობენ დაცულად და მხარში უდგანან ერთმანეთს. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან თანამშრომლობითი, კონკურენტული გარემოთი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს და ინოვაციურ იდეებს. მასწავლებლები იყენებენ სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ეფექტური უკუკავშირის საშუალებით საშუალებას აძლევენ მათ, დაინახონ საკუთარი სწავლის პროგრესი. სკოლა ზრუნავს თითოეული მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ განვითარებაზე და ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. სკოლა აღიარებს, რომ ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი და შესაძლებლობები და ხელს უწყობს მათ მაქსიმალურად გამოვლენას. სკოლის ყველა თანამშრომელი აცნობიერებს, რომ სწავლა-სწავლება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თითოეული მათგანი ინფორმაციას სხვადასხვა გზით ითვისებს. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეს დაინახოს და გაიაზროს საკუთარი სწავლის პროცესი, რათა მისცეს მას დამოუკიდებლად სწავლისა და გნვითარების საშუალება. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ღირებულებების განვითარებას და ზრუნავს მათ ტოლერანტ, კრიტიკულად მოაზროვნე გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე, რათა მომავალში მათ შეძლონ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა და ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრება. სკოლის ღირებულებები სკოლის ძირითადი ღირებულებებია: სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ემპათია, ტოლერანტობა.

Documents

მისია, ხედვა და ღირებულებები.pdf02/04/2024 12:58:38 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

მოკლე ინფორმაცია სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება შემდეგი ერთეულებისგან: დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი; ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი: ექთანი, დარაჯი, დამლაგებელი, ცეცხლფარეში; სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი; მრჩეველთა საბჭო, ხარისხის განვითარების ჯგუფი; მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები; კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა

Documents

2. სკოლის სტრუქტურა.pdf15/03/2024 11:56:41 · 0.27 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-20230 წლებისთვის. მისი შემუშავება მოხდა სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა განიხილა პედაგოგიურმა საბჭომ და დაამტკიცა სამეურვეო საბჭომ.

Documents

წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა.pdf15/03/2024 12:01:38 · 0.17 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

წიწკააანთსერის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წლისთვის, რომელიც განხილულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf28/03/2024 11:22:48 · 0.31 MB
Download documents on EMIS

Performance report

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობდა 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის ფილოსოფიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახული იყო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგენეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის სახით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეივსო ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული სტრატეგიული მიმართულების/ამოცანის/აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესაბამისი პირების ჩართულობით თითოეულ აქტივობას მიენიჭა სტატუსი: „შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“ და საბოლოოდ, გაკეთდა განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.pdf29/06/2024 15:32:04 · 0.16 MB
Download documents on EMIS
Programs and support services7 additional items

სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ მმართველობით, ძირითად და დამხმარე პროცესებს განსაზღვრავს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სასკოლო სასწავლო გეგმა, სასკოლო კურიკულუმი, კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია, შინაგანაწესი, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, უსაფრთხოები პოლიტიკა, გასაჩივრების მექანიზმები და სხვა.

Documents

საბაზო საფეხურის კურიკულუმი.pdf11/04/2024 12:48:31 · 0.33 MB
დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი.pdf11/04/2024 12:48:31 · 0.32 MB
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი.pdf11/04/2024 12:48:31 · 0.12 MB
სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია.pdf11/04/2024 12:48:32 · 0.18 MB
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf11/04/2024 12:48:32 · 0.15 MB
კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია.pdf11/04/2024 12:48:32 · 0.11 MB
გასაჩივრების დეტალური პროცედურები.pdf19/07/2024 12:40:35 · 0.11 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

Documents

შინაგანაწესი.pdf11/04/2024 12:41:39 · 0.24 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაათსერის საჯარო სკოლის ძირითად შემოსავალს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება, რომლის განკარგვაც ხდება სკოლის მიზნების შესაბამისად. სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ ყოველი წლის დეკემბრის ბოლომდე. წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ბიუჯეტის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სამეურვეო საბჭო. სკოლის დირექტორი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე ყოველი წლის 10 დეკემბრამდე.

Documents

2024 წლის ბიუჯეტი.pdf19/07/2024 12:40:02 · 0.28 MB
Download documents on EMIS