Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლა

კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი თივი

Register ID#1332
Students30
Teachers16
Buildings1
School profile

General information

Principal
გიორგი ხატიაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ყვარელი, სოფ. თივი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
21
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის მისიაა მივცეთ მოსწავლეებს სათანადო საბაზო განათლება, შევქმნათ სკოლაში შრომისა და სწავლების მაღალი მოტივაცია. დავამეგობროთ და გავაღრმაოთ მეგობრობა ავარელ და ქართველ ბავშვებს შორის, დავეხმაროთ ბავშვებს მათი შესაძლებლობების სრულ გამოვლენაში. შევქმნათ სკოლაში თანამშრომლობისა და პატივისცემის ატმოსფერო. სკოლის ხედვა სკოლის ხედვაა მოვამზადოთ სკოლა აკრედიტაციისთვის,დავნერგოთ სკოლაში სკოლის ახალი მოდელი.გავაგრძელოთ მუშაობა რათა სკოლაში იყოს უსაფრთხო,თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი გარემო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Documents

თივის საჯარო სკოლის მისია,ხედვა, ღირებულებები.docx24/01/2024 14:03:46 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

Documents

სტრუქტურა თივი.docx05/02/2024 14:42:11 · 0.07 MB
სტრუქტურა თივი.pdf05/03/2024 15:33:09 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა თივის საჯარო სკოლის.docx22/01/2024 12:17:50 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. 2023-2024 წლები ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. ( იხ. ქვემოთ მიბმული ფაილი),

Documents

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.docx24/01/2024 13:52:57 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

წინამდებარე (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

Documents

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის შინაგანაწესი.pdf11/04/2024 13:45:22 · 0.25 MB
Download documents on EMIS
Infrastructure