Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის №2 საჯარო სკოლა

კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი შილდი

Register ID#1331
Students95
Teachers27
Buildings1
School profile

General information

Principal
დარეჯანი კანანაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ყვარელი, სოფ შილდა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
20
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელისშეწყობა. სკოლის ხედვა სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი, პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური თაობების აღზრდას. თაობები, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ.   სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • უსაფრთხოება; • განათლების მაღალი ხარისხი; • კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა; • გლობალურ პროცესში ინტეგრაცია; • საზოგადოების მაღალი ჩართულობა.

Structure1 additional item

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის სტრუქტურა: დირექცია: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინკლ. სპეციალისტები; არა საშტატო ერთეულები: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; მრჩეველთა საბჭო; მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები; სამეურვეო საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკის და ისტის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკის კათედრა, დაწყებითი საფეხურის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.

Documents

სკოლის სტრუქტურა.pdf29/03/2024 14:53:21 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.docx29/03/2024 15:00:05 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წლის.

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024 სასწავლო წელი.doc29/03/2024 15:07:09 · 0.38 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.docx29/03/2024 15:07:09 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

მოკლე ინფორმაცია სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის განხორციელების პროცესში. სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების დაცულობას და მათი ინტერესების დაცვას, აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა მიმართავს სხვადასხვა მექანიზმს. სკოლაში დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი, სკოლას ყავს - დარაჯი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლაში უცხო პირების შესვლა მკაცრად კონტროლდება, დადგენილია მორიგეობის გრაფიკი - შესვენების დროს თითოეულ სართულზე 2-3 პედაგოგი ზრუნავს წესრიგსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად; დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები . სკოლას ყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პერიოდულად სკოლის ადმინისტრაციას აწვდის რეკომენდაციებს სკოლაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ. სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია უპირობოდ პოზიტიური, ღია, მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო. სკოლის ადმინისტრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლში მოსული თითოეული მოსწავლე თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს, რაც თავის მხრივ აისახება მის წარმატებაზე როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებასა და ურთიერთობაში. პედაგოგები ზრუნავენ სასწავლო პროცესი წარმართონ მოსწავლეზე ორიენტირებულად და უზრუნველყონ პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე. სკოლაში არსებობს სადამრიგებლო საათი, სადაც პედაგოგები მიზანმიმართულად საუბრობენ ბავშვებთან სხვადასხვა საკითხებზე, მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება განიხილონ და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. სკოლაში ბულინგის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა პროექტი ჩართულია სამოაქალაქო განათლების მასწავლებელი და მოსწავლეები. მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით: დისკუსიები პოსტერების, ვიდეო რგოლების და სლოგანების დამზადება; მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იმ ემოციური კომფორტის მიღწევაში დახმარება იყო, რომელიც მოსწავლეს უყალიბებს სკოლისადმი პოზიტიური განწყობას, უქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას და უზრდის სწავლის მოტივაციას. რა თქმა უნდა, სკოლაში კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია პერსონალური მონაცემები და ინფორმაციული უსაფრთხოება. სკოლას აქვს სამინიტროს მიერ შემუშავებული შინაგანაწესის პირველად ფორმაზე დაყრდნობით სკოლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებული და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მასწავლებლები, სამეურვეო საბჭოში შემავალი მშობლები, თვითმართველობის წარმომადგენელი. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლასა და მშობელს შორის ფორმდება ხელშკრულება , რომლითაც განსაზღვრულია: სკოლის უფლება-მოვალეობები , მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა უფლებები, მოსწავლის პერსონალური მონაცემების გამოყენება, სასწვლო დრო, დასვენების დრო , უქმე დღეები . ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას.

Documents

შინაგანაწესი.doc08/04/2024 12:25:55 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanismsText information

მოკლე ინფორმაცია 1. წინამდებარე სსიპ -ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

FinancesText information

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის შემოსავალი არის ვაუჩერული დაფინანსება. სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება ხდება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე, სასწავლო წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სამეურვეო საბჭო.