Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის №1 საჯარო სკოლა

კახეთი · ყვარელი · ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შილდა, დავით ელიზბარაშვილის ქუჩა N89

Register ID#1330
Students331
Teachers44
Buildings1
School profile

General information

Principal
ზაირა არევაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
15/09/2023
Authorization end
15/09/2032
First grade admission

Current capacity information

ყვარელი, სოფ. შილდა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
75
Available places
50
SEN capacity
8
Available SEN places
7
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია: აღზარდოს ზნეობრივად სუფთა, განათლებული და პატრიოტული ახალგაზრდობა. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკულ-შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და მათ ჩამოყალიბებას მოტივირებულ, განათლებულ, ტოლერანტ მოქალაქეებად. ურთიერთ ზრუნვითა და თანამშრომლობით შეუქმნას უსაფრთხო, ინოვაციური და ინკლუზიური სასწავლო გარემო წარმატებული და ბედნიერი მომავლისათვის. სკოლის ხედვა: • სკოლაში არის ეფექტური, უსაფრთხო, წამახალისებელი გარემო, სადაც მიმდინარეობს უწყვეტი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. • განათლება არის თანაზიარი პასუხისმგებლობა მოსწავლეებს, ოჯახებს და სასკოლო საზოგადოებას შორის. • ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს განათლება და იყვნენ წარმატებული ადამიანები. • სკოლა სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, მეთოდებს და რესურსებს. • სკოლაში შემუშავებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და ეროვნული სასწავლო გეგმების განსაზღვრული შედეგების მისაღწევად მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო გეგმა (კურიკულუმი), რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენას რომლებიც დაეხმარებათ მათ წარმატებული მონაწილეობა მიიღონ კულტურის, საზოგადოებრივი, ზნეობრივი ღირებულებებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით სწრაფად ცვალებად გლობალურ პროცესებში. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Structure2 additional items

სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა: დირექცია: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, საქმისმწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინკლ. სპეციალისტები; არა საშტატო ერთეულები: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; მანდატური; მრჩეველთა საბჭო; მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები; სამეურვეო საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა, ესთეტიკის კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.

Documents

სკოლის სტრუქტურა.docx04/12/2023 14:30:56 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf26/10/2023 10:04:52 · 0.45 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წლის.pdf26/10/2023 10:12:16 · 0.32 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024 სას.წ..pdf20/11/2023 11:10:44 · 0.41 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 სასწავლო წელი.docx12/02/2025 11:13:40 · 0.08 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025.doc24/09/2025 11:39:42 · 5.69 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 სასწ.წ..docx30/09/2025 10:03:28 · 0.08 MB
საშუალო საფეხურის კურიკულუმი 2025-2026 (2).doc30/09/2025 10:03:28 · 5.75 MB
საბაზო საფეხურის კურიკულუმი 2025-2026 (2).doc30/09/2025 10:03:29 · 6.78 MB
დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი2025-2026 (1).doc30/09/2025 10:03:29 · 6.74 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026 სას.წ..doc30/09/2025 10:03:30 · 5.89 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-2025 სასწ.წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.docx07/10/2025 12:43:03 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Programs and support services12 additional items

სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის განხორციელების პროცესში. სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების დაცულობას და მათი ინტერესების დაცვას, აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა მიმართავს სხვადასხვა მექანიზმს. სკოლაში დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი, სკოლას ყავს - დარაჯი, ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. სკოლაში უცხო პირების შესვლა მკაცრად კონტროლდება, დადგენილია მორიგეობის გრაფიკი - შესვენების დროს თითოეულ სართულზე 2-3 პედაგოგი ზრუნავს წესრიგსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად; დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები . სკოლას ყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პერიოდულად სკოლის ადმინისტრაციას აწვდის რეკომენდაციებს სკოლაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ. სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია უპირობოდ პოზიტიური, ღია, მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო. სკოლის ადმინისტრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლში მოსული თითოეული მოსწავლე თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს, რაც თავის მხრივ აისახება მის წარმატებაზე როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებასა და ურთიერთობაში. პედაგოგები ზრუნავენ სასწავლო პროცესი წარმართონ მოსწავლეზე ორიენტირებულად და უზრუნველყონ პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე. სკოლაში არსებობს სადამრიგებლო საათი, სადაც პედაგოგები მიზანმიმართულად საუბრობენ ბავშვებთან სხვადასხვა საკითხებზე, მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება განიხილონ და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. სკოლაში ბულინგის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა პროექტი ჩართულია სამოაქალაქო განათლების მასწავლებელი და მოსწავლეები. მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით: დისკუსიები პოსტერების, ვიდეო რგოლების და სლოგანების დამზადება; მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იმ ემოციური კომფორტის მიღწევაში დახმარება იყო, რომელიც მოსწავლეს უყალიბებს სკოლისადმი პოზიტიური განწყობას, უქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას და უზრდის სწავლის მოტივაციას. რა თქმა უნდა, სკოლაში კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია პერსონალური მონაცემები და ინფორმაციული უსაფრთხოება. სკოლას აქვს სამინიტროს მიერ შემუშავებული შინაგანაწესის პირველად ფორმაზე დაყრდნობით სკოლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებული და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მასწავლებლები, სამეურვეო საბჭოში შემავალი მშობლები, თვითმართველობის წარმომადგენელი. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლასა და მშობელს შორის ფორმდება ხელშკრულება , რომლითაც განსაზღვრულია: სკოლის უფლება-მოვალეობები , მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა უფლებები, მოსწავლის პერსონალური მონაცემების გამოყენება, სასწვლო დრო, დასვენების დრო , უქმე დღეები . ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას.

Documents

შინაგანაწესი .pdf11/12/2023 12:04:16 · 0.23 MB
უსაფრთხოების უზრუნველყოფის დოკუმენტი.pdf22/09/2025 13:24:43 · 0.11 MB
სსსმ მოსწავლესთან მუაობის მექანიზმი.pdf22/09/2025 13:24:43 · 5.95 MB
სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების-პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი.pdf22/09/2025 13:24:44 · 0.25 MB
საგანგებო მართვის გეგმა.pdf22/09/2025 13:24:44 · 0.41 MB
პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმი.pdf22/09/2025 13:24:44 · 0.57 MB
პერსონალის მართვის უზრუნველყოფის დოკუმენტი.pdf22/09/2025 13:24:44 · 0.04 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი.pdf22/09/2025 13:24:44 · 3.88 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf22/09/2025 13:24:44 · 3.04 MB
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა.pdf22/10/2025 12:19:54 · 0.07 MB
ეკო კლუბის სამოქმედო გეგმა.doc23/10/2025 11:39:13 · 0.21 MB
ეკო კლუბის „მწვანე სიცოცხლე“ წესდება.docx23/10/2025 11:43:49 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

1. წინამდებარე სსიპ დავითელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

Documents

შინაგანაწესი .pdf11/12/2023 12:44:34 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

სსიპ დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა

Documents

ექსპერტიზის დასკვნა.pdf15/04/2024 13:09:55 · 5.47 MB
Download documents on EMIS
Finances5 additional items

სსიპ - დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლაში 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 479 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 832900 ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, რამდენჯერმე შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში, რომელთა საფუძველზეც შეიცვალა და გაიზარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტი. ამასთან, 2023 წელთან შედარებით, 2024 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ან 2023 წელთან შედარებით 2024 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა/შემცირდა, შესაბამისად, სკოლის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა/შემცირდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 801600 ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად შეადგინა 30800 ლარი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანებით 2024 წლის 01 ივლისიდან შეიცვალა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების წესი, ასევე, შეიცვალა მასწავლებელთა ხელფასები. გარდა ამისა, 2024 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. კერძოდ, შეიცვალა ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებები აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 10 დეკემბრიდან 2024 წლის 09 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენს 662750 ლარს. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, შემოსულმა თანხამ საანგარიშო პერიოდში ჯამურად შეადგინა 505 ლარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 832900 ლარი, ხოლო ხარჯმა 818900 ლარი. სკოლის სხვა შემოსავალმა კი 505 ლარი. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა, სკოლის ბიუჯეტი იხარჯებოდა რაციონალურად და შეძლებისდაგვარად პასუხობდა სკოლის მოთხოვნებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, საანგარიშო პერიოდში სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Documents

შილდის #1 საჯარო სკოლის ბიუჯეტი 2024წ.xlsx16/01/2024 11:25:15 · 0.02 MB
შილდის N1 საჯარო სკოლა-ბიუჯეტი 2025წ_0002.pdf27/06/2025 11:40:27 · 1.29 MB
10 დეკემბრის ანგარიში ფინანსებზე 2024 წ.doc13/10/2025 08:45:44 · 0.07 MB
ანგარიში ფინანსური საქმიანობის შესახებ-2025 წ.pdf09/12/2025 10:50:04 · 0.04 MB
შილდის N1 საჯარო სკოლის 2026 წლის ბიუჯეტი.pdf12/12/2025 13:48:50 · 0.14 MB
Download documents on EMIS