Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლა

კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი სარუსო

Register ID#1329
Students63
Teachers19
Buildings1
School profile

General information

Principal
ლალი კოჭლამაზაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
29/08/2024
Authorization end
29/08/2033
First grade admission

Current capacity information

ყვარელი, სოფელი სარუსო

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
20
Available places
13
SEN capacity
2
Available SEN places
2

ყვარელი, სოფელი სარუსო

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
20
Available places
20
SEN capacity
2
Available SEN places
2
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მისიაა მოზარდების პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და განვითარება. რათა ისინი ჩამოყალიბდნენ განათლებულ მოტივირებულ თაობად, რომლებიც იზრუნებენ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესის უწყვეტ განვიტარებაზე, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და დაცვაზე, შეძლებენ კომინიკაციას ინდივიდებთან და ჯგუფებთან და იქნებიან კანონმორჩილი, ტოლერანტი თავისუფლად მოაზროვნე სრულფასოვანი მოქალაქეები. სკოლის ხედვა ჩვენი სკოლა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ. ვიზრუნებთ მოზარდები ჩამოვაყალიბოთ დემოკრატული კულტურის მქონე გლობალურ მოქალაქეებად, რომლებიც თავისი ცოდნითა და უნარებით კონკურენტუნარიანები იქნებიან და შეძლებენ ღირსეული წვლილი შეიტანონ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლაში. სკოლის ღირებულებები გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Documents

მისია,ხედვა, ღირებულებები.docx16/12/2023 11:47:04 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სსიპ-ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში არის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინკლ. სპეციალისტები; არა საშტატო ერთეულები: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; მრჩეველთა საბჭო; მოსწავლეთა თვითმართველობა და კლუბები; ხარისხის განვითარების ჯგუფი. სამეურვეო საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; კათედრები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო კათედრა, სპორტისა და ესთეტიკის კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.

Documents

სკოლის სტრუქტურა.docx18/01/2024 14:46:41 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის.

Documents

1.1 2023-2030 წლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა..docx16/12/2023 11:38:12 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023–2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. ( იხ. ქვემოთ მიბმული ფაილები: სარუსოს საჯარო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, ასევე გეგმის ანალიზი და მონიტორინგი)

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წელი.docx27/12/2023 10:40:52 · 0.08 MB
2023-2024 მონიტორინგი.pdf05/07/2024 12:03:01 · 2.85 MB
2024-2045 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx05/08/2025 12:48:23 · 0.08 MB
2025-2026 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx21/09/2025 17:31:18 · 0.08 MB
Download documents on EMIS

Performance report

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობდა 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის ფილოსოფიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახული იყო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგენეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის სახით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეივსო ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული სტრატეგიული მიმართულების/ამოცანის/აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესაბამისი პირების ჩართულობით თითოეულ აქტივობას მიენიჭა სტატუსი: „შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“ და საბოლოოდ, გაკეთდა განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი.

Documents

2023-2024 მონიტორინგი.pdf09/07/2024 11:27:12 · 2.85 MB
2024-2025 სასწავლო წლის სარუსოს საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი.docx05/08/2025 13:01:30 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სსიპ-ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლამ შეიმუშავა მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმები.

Documents

1.10 მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმები..pdf07/03/2024 11:06:34 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებას, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ შეიმუშავა საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი მექანიზმი.

Documents

1.4.გასაჩივრების დეტალური პროცედურები..pdf07/03/2024 11:01:39 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს სკოლას 2023 წელს დამტკიცებული აქვს 2024 წლის ბიუჯეტი.(იხ.დანართი) სკოლის მიერ შემოსავლები მიღებულია და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამეურვეო საბჭომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 6244 ლარს, ხოლო მთლიანი წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 276714 ლარზე. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 135760 ლარი. 2023 წლის იანვარში მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 125 ლარის (ხელზე ასაღები 100 ლარი) ოდენობით. 2022 წელს 01 დეკემბრის შემდეგ სტატუსი აიმაღლა ერთმა მასწავლებელმა რომლებზეც შესაბამისად გაიცა სტატუსის დანამატები. 2023 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენდა 209360 ლარს. სულ ჯამში 2023 წლის განმავლობაში სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 302768 ლარი, ხოლო ხარჯმა 252460 ლარი. 2023 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). სკოლას ესაჭიროებოდა შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება რაზედაც დაიხარჯა 6900 ლარი სკოლის საკუთარი სახსრებით>

Documents

ბიუჯეტი 2024 წლის სარუსოს საჯარო სკოლის.pdf01/02/2024 12:55:05 · 1.16 MB
Download documents on EMIS