Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლა

კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი სანავარდო

Register ID#1327
Students75
Teachers18
Buildings1
School profile

General information

Principal
ნანა ქაფიანიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

ყვარელი, სოფ. სანავარდო

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
18
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია:ჩამოუყალიბოს მოზარდს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, შეუქმნას წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევნის გასაკეთებლად. ღირებულებები:სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ ყველამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებით: • საქმის სიყვარული და ერთგულება; • პუნქტუალობა; • კეთილგონიერება და ნდობა; • ემპათია და ტოლერანტობა; • სამართლიანობა და თანასწორობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდური მუშაობა.

StructureText information

სსიპ ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება შემდეგი ერთეულებისგან: დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი; ბიბლიოთეკარი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი: ექთანი, დარაჯი, დამლაგებელი, ცეცხლფარეში; სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი; მრჩეველთა საბჭო, ხარისხის განვითარების ჯგუფი; მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები; ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის კათედრები: 1)ქართული ენის, ლიტერატურის და საზოგადეობრივი მეცნიერებების კათედრა, 2) მათემატიკის, ისტის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, 3)უცხოური ენების კათედრა, 4)სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა

Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის.

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.docx02/04/2024 15:45:51 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წლის

Documents

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024 სასწავლო წელი.doc02/04/2024 15:49:32 · 0.37 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.docx02/04/2024 15:49:32 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

1. წინამდებარე სსიპ ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი.

Documents

შინაგანაწესი.docx02/04/2024 16:39:36 · 0.08 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

ფოტო სურათები

Finances1 additional item

მოკლე ინფორმაცია დანართი N1 ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ - ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის 2023 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 34422 (ორიათას თორმეტი ლარი, 00 თეთრი) ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 334496 (სამასოცდათოთხმეტიათასოთხასოთხმოცდათექვსმეტი ლარი, 00 თეთრი) ლარით. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 337089 (სამასოცდაჩვიდმეტიათასოთხმოცდაცხრა, 00 თეთრი) ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად შეადგინა 16800(თექვსმეტიათასრვაასი,00 თეთრი) ლარი. 2023 წლის იანვარში „მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 125,00 (ასოცდახუთი ლარი, 00 თეთი) ლარის (ხელზე ასაღები 100,00 (ასი) ლარი) ოდენობით. 2023 წლის იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წელს, სახელფასო ხარჯი ჯამში გაიზარდა 29907,00 (ოცდაცხრაათასცხრაასშვიდი ლარი, 00 თეთრი) ლარით. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სულ ჯამში 2023 წლის განმავლობაში სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 337089 (სამასოცდაჩვიდმეტიათასოთხმოცდაცხრა ლარი, 00 თეთრი) ლარი, ხოლო ხარჯმა 364718(სამასსამოცდაოთხიათასშვიდასთვრამეტი ლარი, 00 თეთრი) ლარი. მათ შორის, სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 957,00 (ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ლარი, 00 თეთრი) ლარი. 2023 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, 2023 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 8 დეკემბრის N5 სხდომაზე დამტკიცდა სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა ძირითადად გაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარის, რესურსების შეძენაზე და კომუნალურ გადასახადებზე. მცირეოდენი თანხაა გათვალისწინებული საოფისე ხარჯებზე (საკანცელარიო, ქაღალდის, ცარცის, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა). ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაიხარჯება სხვადასხვა სახის მომსახურების შეძენაზე, მცირე სარემონტო სამუშაოებზე და ა.შ. სკოლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა მოხმარდება ყველა იმ საჭირო საქონელსა და მომსახურებას, რომელიც სასკოლო საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით, აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ნორმალურად წარმართვისათვის. ფაილები

Documents

ბიუჯეტი სანავარდო 01.01.2024წ.xls03/04/2024 09:10:34 · 0.08 MB
Download documents on EMIS