Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა

კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი მთისძირი

Register ID#1323
Students83
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
ნანა მამუკაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/08/2024
Authorization end
27/08/2033
First grade admission

Current capacity information

ყვარელი, სოფელი მთისძირი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

.სკოლის მისიაა: აღზარდოს ზნეობრივად სუფთა, განათლებული და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ახალგაზრდობა; ჩამოაყალიბოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება და შეუქმნას პირობები ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად. მისია,ხედვა და ღირებულებები შეესაბამება ეროვნული განათლების მიზნების ყველა პუნქტს.თავისი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს,როგორებიცაა:დემოკრატიული მართვა,თანამშრომლობა,გუნდურობა,ღიაობა სიახლისადმი,კომუნიკაბელურობა. სკოლის ხედვა: სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად.ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია თავისი შესაძლებლობითა და განვითარებით. ამიტომ სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით. სკოლის მისია,ხედვა და ღირებულებები წარმოჩენს სკოლის როლს თემში.სკოლა ორიენტირებულია სასკოლო საზოგადოებაში უსაფრთხოებასა და პიროვნულ განვითარებაზე და ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს,რომელიც ვლინდება სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით,სოციალური პროექტების განხორციელებით.სკოლის პრიორიტეტია გარემოზე ზრუნვა და ახორციელებს სასკოლო გარემოსდაცვითპროექტს ასევე ვმუშაობთ სასკოლო პროექტზე -კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.მუშაობს კლუბები საზოგადოებრივ კათედრაზე,რომელიც დირექციისა და თვითმმართველობის ინიციატივით შეიქმნა,აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. სასკოლო სივრცეში ამ აქტივობების შესრულება და სასკოლო თემის ჩართულობა რეალურად ავლენს მოსწავლეთა სოციალურ უნარ-ჩვევებს,პიროვნულ მახასიათებლებს ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს სკოლის მისიისა და ხედვის შესრულებას. სკოლის ღირებულებები: სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა სკოლის მისია,ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით;მისიის,ხედვისა სა ღირებულებების ჩარჩო დოკუმენტის შეიქმნა სკოლის ადმინისტრაციის წევრების მიერ,სკოლის წარსული გამოცდილების საფუძველზე და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.ჩარჩო-დოკუმენტი განიხილა სკოლის თემმა, პედაგოგიურმა და სამეურვეო საბჭოებმა.მიღებული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა საბოლოო სახით. სკოლის მისია,ხედვა ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და გამოკრულია სკოლის საინფორმაციო დაფაზე.

Documents

მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf18/11/2025 14:33:19 · 0.23 MB
Download documents on EMIS
Structure2 additional items

სკოლის ორგანიზაციული მოწყობა 1. სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული; 2. სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს/პირებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება ხელს უწყობს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას. 1. სკოლის წარმატება დამოკიდებულია ყველა დასაქმებული პირის შეთანხმებულ საქმიანობაზე.სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურული ერთეულები: 1.სამეურვეო საბჭო, 2.პედაგოგიური საბჭო, 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა, 4.დისციპლინური კომიტეტი, 5.დირექცია, 6.ადმინისტრაცია, 7.მრჩეველთა საბჭო,

Documents

2. სკოლის სტრუქტურა სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა.docx26/03/2024 11:28:56 · 0.11 MB
სამეურვეო საბჭოს ოქმი 7 2023-2024 საწ.წ ანგარიში.pdf28/06/2024 11:46:20 · 3.36 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტარტეგიული გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. წინამდებარე სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა უზიარებს დაინტერესებულ მხარეებს სკოლის ხედვას, მისიას და ღირებულებებს, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას.

Documents

1.-სტრატეგიული-გეგმა.-სსიპ-ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო-სკოლა (3).pdf18/11/2025 14:13:19 · 0.46 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026.pdf18/11/2025 14:47:31 · 0.78 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Programs and support services10 additional items

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში პროცესების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება სკოლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც გამოიყენება სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. სკოლაში ხორციელდება პროცესებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

Documents

15. შეფასების სისტემის ვერიფიკაციი მექანიზმი.pdf02/04/2024 10:42:23 · 0.22 MB
პერსონალ მონაცემთა დაცვის.pdf02/04/2024 10:42:23 · 0.22 MB
სადამრიგებლო პროგრამა.სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა.docx02/04/2024 10:42:23 · 0.03 MB
11. მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.pdf02/04/2024 10:42:23 · 0.3 MB
4.ხარისხის უზრუნველყოფის მაქანიზმი.pdf02/04/2024 10:42:23 · 0.28 MB
სკოლის-პროე (1).pdf02/04/2024 12:19:36 · 1.24 MB
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლის ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის,მობილობის,სტატუსის შეწყვეტისა და შეჩერების მექანიზმი.pdf16/07/2024 11:13:52 · 0.57 MB
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის გასაჩივრების დეტალური პროცედურები.pdf16/07/2024 11:13:52 · 0.44 MB
სტემ კლუბის გეგმა (1).pdf18/11/2025 14:34:06 · 0.11 MB
კლუბის სამოქმედო გეგმა (1) (2).pdf18/11/2025 14:34:06 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

წინამდებარე შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”)დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

Documents

შინაგანაწესი სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა.pdf26/03/2024 13:10:11 · 0.44 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის, 2024 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე სხვა საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 2029 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 437290 ,00 ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. წინა წელთან შედარებით სკოლაში 2024 წელს მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლამ მასწავლებელთა და მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 409938 ლარი 2024 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით. 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება ირიცხებოდა სტაბილურად და წლიურად შეადგინა 8400,00 ლარი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანებით 2024 წლის 01 ივლისიდან შეიცვალა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების წესი, ასევე, შეიცვალა მასწავლებელთა ხელფასები. გარდა ამისა, 2024 წლის 01 იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. კერძოდ, შეიცვალა ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებები აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 10 დეკემბრიდან 2024 წლის 09 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენს 411270 ლარს. 2024წელს სკოლას ფინანსების უქონლობის გამო დამატებით მიიღო 12750 ლარი კომუნალური გადასახადებისათვის და სკოლის ავტორიზაციისათვის, აღსანიშნავია ის,რომ სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. აგრეთვე სკოლას დაუფინანსდა განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურისაგან 3600 ლარი. ექსპერტიზის მომსახურებისათვის, სკოლის შენობის მდგრადობის დასადგენად. სკოლას საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ბრუნვის ფარგლებში, სკოლას სარგებლის სახით დაერიცხა გარკვეული თანხა (დარიცხული პროცენტი), საიდანაც ჯამურმა შემოსავალმა 2024 წლის 01 ივლისის ჩათვლით შეადგინა 550 ლარი. 2024 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). აგრეთვე შესყიდული იქნა სხვადასხვა მომსახურებები, კერძოდ სახანძრო უსაფრთხოების მომსახურება, სკოლის ავტორიზაციის მომსახურება . 2024 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 442640 ლარი (მ.შ. სხვა შემოსავალმა 550 ლარი), ხოლო ხარჯმა 426490 ლარი. მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა, სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი იხარჯებოდა რაციონალურიად და შეძლებისდაგვარად პასუხობდა სკოლის მოთხოვნებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, 2024 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Documents

2025წ ბიუჯეტი.pdf18/11/2025 14:33:56 · 3.88 MB
Download documents on EMIS