ყვარელი, ახალსოფლის
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 55
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
კახეთი · ყვარელი · ყვარელი, ახალსოფლის
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: მოსწავლეებისათვის უსაფრთხო, ინკლუზიურ, ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირება, რათა თითოეულმა მოსწავლემ სკოლაში მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლოს რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. სკოლის ხედვა: სკოლის ხედვაა იყოს ინოვაციური და ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის ინტელექტუალურ, ემოციურ, სოციალურ და მოქალაქეობრივ განვითარებას; აძლიერებს ეროვნულ თვითშეგნებას, აყალიბებს თანამედროვე, პასუხისმგებლიან და ღირსეულ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან ქვეყნის წინსვლაში აქტიური მონაწილეობისათვის. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • პატრიოტიზმი და ეროვნული თვითშეგნება : პატივს ვცემთ ქვეყნის კულტურას და ენას.
მოკლე ინფორმაცია სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის №1 საჯარო სკოლის სტრუქტურა შედგება შემდეგი ერთეულებისგან: დირექცია: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი; საინფორმაციო მენეჯერი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, ბიბლიოთეკარი, ინკლ. სპეციალისტები, ექიმი არა საშტატო ერთეუი: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი; მრჩეველთა საბჭო, ხარისხის განვითარების ჯგუფი, მოსწავლეთა თვითმართველობა; პედაგოგიური საბჭო, კათედრები: ქართული ენია და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკისა და ისტ-ს კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის, რომელიც განხილულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023–2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლაში პროცესების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება სკოლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც გამოიყენება სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. სკოლაში ხორციელდება პროცესებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის ძირითად შემოსავალს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება, რომლის განკარგვაც ხდება სკოლის მიზნების შესაბამისად. სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ ყოველი წლის დეკემბრის ბოლომდე. წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ბიუჯეტის კორექტირება, რომელსაც ამტკიცებს სამეურვეო საბჭო. ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სკოლის დირექტორი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე .