Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლა

კახეთი · სიღნაღი · სიღნაღი, სოფელი ხირსა

Register ID#1309
Students14
Teachers12
Buildings1
School profile

General information

Principal
თემურ ჯანიბეგაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

სიღნაღი, სოფელი ხირსა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
24
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

დანართი N 1 სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლა 2023 წელი თავი 1. ეს წესი ადგენს სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის მმართველობითი პროცესის - მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, განსაზღვრავს პროცესზე პასუხისმგებელ პირსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი ასევე განსაზღვრავს აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების, განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თავი 2. სტრატეგიულ დაგეგმვასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი სკოლაში სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სკოლის დირექტორი თავი 3. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ქვეპროცესები სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი მოიცავს შემდეგ ქვეპროცესებს: • მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავება/გაზიარების პროცესი; • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/გაზიარება/დამტკიცების პროცესი; • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების პროცესი; • მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცლილების შეტანის პროცესი; • სტრატეგიული გეგმის ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესი. თავი 4. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული მხარეები სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული არიან შემდეგი მხარეები: • სკოლის დირექცია; • სასკოლო საზოგადოება (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე/მოსწავლეთა თვითმმართველობა, მშობელი); • თემი. თავი 5. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები სკოლა სტრატეგიული დაგეგმვისას იცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს: 1. თანამონაწილეობა - სტრატეგიული დაგეგმვა თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფილია პროცესების სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარმართვით და დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტების პროექტ(ებ)ის გაზიარებით. 2. სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინება - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების წევრთა მოლოდინს, რისთვისაც, სტრატეგიული დაგეგმვის ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების წევრებს ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად და უზრუნველყოფს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მათ ჩართულობას ან/და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში შემუშავებული დოკუმეტების მათთვის გაზიარებას. 3. გამჭვირვალობა - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის და მისი განხორციელების პროცესში მუდმივად ახდენს ინფორმაციის გაზიარებას სასკოლო საზოგადოების წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას. 4. ანგარიშვალდებულება - სკოლა ყოველწლიურად ამზადებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს, ხოლო ყოველ 3 წელიწადში - სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. თავი 6. გაზიარების მექანიზმები 1. სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში დოკუმენტების გაზიარებისათვის გამოიყენება შემდეგი საკომუნიკაციო არხები: ა) სკოლის ვებგვერდი; ბ) ელექტრონული ფოსტა; გ) დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა; დ) პორტალი ვებგვერდზე; ე) სოციალური მედია; ვ)საჯარო ღონისძიებები - ინტერაქტიული ორმხრივი კომუნიკაცია აუდიტორიასთან; ზ) ბეჭდვითი მასალები - ე.წ.”ხილვადი მასალა” (visibility material). 1. სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის ინფორმაციის გაზიარება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: დოკუმენტი/პროცესი ვისთან ხდება გაზიარება გაზიარების რეკომენდებული მექანიზმები მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის პროექტები სასკოლო საზოგადოების წევრები/სამეურვეო საბჭო/თემის წარმომადგენლები ელექტრონული ფოსტა ან/და ღია შეხვედრა და საჯარო განხილვა ან/და პედსაბჭოს სხდომა ან/და სამეურვეო საბჭოს სხდომა ან/და სკოლის ვებგვერდი დამტკიცებული, შეთანხმებული ან/და განახლებული დოკუმენტები სასკოლო საზოგადოება/სამეურვეო საბჭო/თემი სკოლის ვებგვერდი8 და ელექტრონული ფოსტა ან/და დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა ან/და სოციალური მედია ან/და საჯარო ღონისძიებები ან/და ბეჭდვითი მასალები სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში არსებული დოკუმენტები სამუშაო ჯგუფი/მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი ელექტრონული ფოსტა ან/და პორტალი/დრაივი ვებგვერდზე ან/და დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა წლიური სამოქმედო გეგმის და სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიში სასკოლო საზოგადოება/სამეურვეო საბჭო/თემი სკოლის ვებგვერდი და ელექტრონული ფოსტა ან/და დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა ან/და სოციალური მედეა ან/და საჯარო ღონისძიებები ან/და ბეჭდვითი მასალები