Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლა

კახეთი · სიღნაღი · სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტიბაანი, ეკა ბეჟანიშვილის II ჩიხი N10

Register ID#1306
Students149
Teachers24
Buildings1
School profile

General information

Principal
მარინე ათანელიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
18/10/2023
Authorization end
18/10/2033
First grade admission

Current capacity information

სიღნაღი, სოფელი ტიბაანი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
14
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ფორმალური და არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით მოსწავლეთა დაინტერესება სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებით. ხედვა - სკოლის გუნდის წევრებს გათავისებული აქვთ ის, რომ ტიბაანის საჯარო სკოლა მომავალში იქნება ერთ-ერთი სასკოლო კულტურით გამორჩეული მუნიციპალიტეტში. სკოლის ორიენტირი იქნება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საგნების სწავლება, (მეტად დაინტერესება) რაც უბიძგებს საბაზო-საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულებს შესაბამისი პროფესიის არჩევისკენ და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას ადგილობრივ შრომით ბაზარზე. ეს აგვაცილებს მიგრაციას. უახლესი ეროვნული სტანდარტების მუდმივი დანერგვის გზით, დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებით, ხელს შევუწყობთ ისეთი მოქალაქეების აღზრდას, რომლებიც ქვეყანაში უკეთეს ხვალინდელ დღეს შექმნიან. ღირებულებები - სასკოლო საზოგადოება თანხმდება, იმაზე, რომ ყველასათვის ორიენტირი უნდა იყოს შემდეგი ღირებულებები: • დემოკრატიულ-ლიბერალური ცნობიერება • თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, სამართლიანობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა • კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა • ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა

Structure3 additional items

1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი; 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს; 3. სკოლაში არსებობს შემდეგი ფუნქციური ერთეულები: საგნობრივი კათედრები, ადმინისტრაცია, მრჩეველთა საბჭო, სასკოლო კლუბები, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტები ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი; 4. სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მათი საქმიანობა ეყრდნობა სკოლის მისიას, ხედვასა და სტრატეგიულ მიზნებს.

Documents

სკოლის სტრუქტურული სქემა.docx13/12/2023 11:29:15 · 0.05 MB
განკარგულება(ხელმოწერ), 14.07.2025_compressed.pdf15/07/2025 12:47:13 · 0.12 MB
შემაჯამებელი ოქმი(ხელმოწერ),14.07.2025_compressed.pdf15/07/2025 12:47:13 · 0.31 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

ტიბაანის საჯ. სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, 15.11.2023.doc13/12/2023 11:17:29 · 0.33 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის 2023-2024 სასწავლო წელი

Documents

1 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf21/12/2023 12:52:38 · 0.3 MB
2024-25წ. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx20/01/2025 14:48:01 · 0.04 MB
2025-26წ. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx07/11/2025 14:31:35 · 0.04 MB
დანართი 1. 2025-2026წ .სსგ.doc07/11/2025 14:38:02 · 0.4 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სსიპ ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, ქიმიის კლუბი "ალმასი" და წიგნიერთა კლუბი. კლუბებს აქვთ სამოქმედო გეგმა, ლოგო, ფეისბუქ-გვერდი, სადაც განთავსებულია კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტო მასალა.

Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმი გაწერილია სკოლის შინაგანაწესში

Documents

შინაგანაწესი- 2023-24 წელი.doc29/03/2024 15:08:51 · 0.3 MB
2024-2025ს.წ. შინაგანაწესი.doc20/01/2025 14:53:41 · 0.3 MB
2025-2026ს.წ. შინაგანაწესი.doc07/11/2025 14:33:35 · 0.3 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
FinancesText information

სკოლის ფინანსები: 1. სკოლის მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლეთა სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერიდან. 2. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან, თუ ეს საქმიანობა მავნე ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა: 1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით. 3. სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს. 4. საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.