სიღნაღის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვემო მაჩხაანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · სიღნაღი · სიღნაღი, სოფელი ქვემო მაჩხაანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის ფილოსოფია ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა საუკუნოვანი ტრადიციების სკოლაა. მან აღზარდა არაერთი ღირსეული მოქალაქე და დღესაც ემსახურება მოსწავლეების ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. სკოლა მცირეკონტიგენტიანია. ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებას , რათა სკოლის გარემო მიმზიდველი იყოს სასკოლო საზოგადოებისთვის. სკოლის მისია ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა ემსახურება მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებას და უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის, მიუხედავად მათი უნარისა და სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის თანაბარი პირობების შექმნას. სკოლის მიზანია, მოამზადოს აქტიური, მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლეები მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, განუვითაროს მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და მისი დაცვის უნარი, გამოუმუშაოს მათ ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უნარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ჩამოუყალიბოს უწყვეტი განვითარების, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარები, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ სკოლის კურსდამთავრებულებმა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულმა წევრებმა, დამოუკიდებლად შეძლონ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. სკოლის ხედვა სკოლის სტრატეგიული ხედვაა, შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, რომელიც ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს მისცემს რეალიზების საშუალებას და გაზრდის ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიონ, თავიანთ პროფესიულ ცოდნასა და უნარებს ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ. ამოცანები • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა. • სოციალური პროექტების შემუშავება / განხორციელება. • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. • მუდმივი მონიტორინგი სასწავლო პროცესზე. • საერთო პასუხისმგებლობის ამაღლება / დელეგირება / ანგარიშვალდებულება. • ციფრული წიგნიერების / საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. • კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზება. • სასკოლო-სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება. • აქტიური მონაწილეობა ბუნებრივი გარემო-პირობების შენარჩუნებასა და დაცვაში / მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. • ბიბლიოთეკის აქტიური ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში / ბიბლიოთეკა, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. • საგნობრივი კათედრების მიერ შემეცნებითი-საინფორმაციო გაზეთების გამოშვება. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- X-XII კლასებს.სკოლის (სპეციფიკური) მისია ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა ემსახურება მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებას და უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის, მიუხედავად მათი უნარისა და სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის თანაბარი პირობების შექმნას. სკოლის მიზანია მოამზადოს აქტიური, მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლეები მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. განუვითაროს მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნების, საკუთარი აზრის გამოხატვისა და მისი დაცვის უნარი. გამოუმუშაოს მათ ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უნარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ჩამოუყალიბოს უწყვეტი განვითარების, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარები, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ სკოლის კურსდამთავრებულებმა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულმა წევრებმა, დამოუკიდებლად შეძლონ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ხედვა (ნანო, მიკრო, მეზო დონეზე) სკოლის სტრატეგიული ხედვაა შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, რომელიც ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს მისცემს რეალიზების საშუალებას და გაზრდის ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ. სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. ღირებულებები (მისიის რეალიზებისთვის საკვანძო მნიშვნელობის ღირებულებები) სტრატეგიული მიზნები (შვიდწლიანი) და ამოცანები (ერთწლიანი სამოქმედო გეგმა). ღირებულებები 1.ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, 2. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა, 3.ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, 4. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, 5. იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე, 6. საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც; 7. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება, 8.იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
სამეურვეო საბჭო დისციპლინური კომიტეტი დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი მრჩეველთა საბჭო პედსაბჭო საგნობრივი კათედრები: სახელმწიფო ენა მათემატიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საზოგადოებრივი მეცნიერებები უცხოური ენები სპორტისა და ესთეტიკის კათედრა მოსწავლეთა თვითმმართველობა სასწავლო კლუბი ადმინისტრაცია: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ექთანი არასაშტატო ერთეული: დამლაგებელი დარაჯი ცეცხლფარეში
სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წელი მოკლევადიანი პრიორიტეტები: • სკოლაში დემოკრატიული პრინციპებისა და მართვის სისტემების განვითარება. • საშემსრულებლო დისციპლინა • სწავლების ხარისხის ამაღლება • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. გრძელვადიანი პრიორიტეტები: • სკოლის ცნობადობის ამაღლება. • მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება • სკოლის ახალი კულტურის ჩამოყალიბება • ზრუნვა მოსწავლეთა მხრიდან მიღებული ცოდნის მუდმივ ტრანსფერზე. მოკლევადიანი პრიორიტეტი 1. სკოლაში დემოკრატიული პრინციპებისა და მართვის სისტემების განვითარება. მიზანი: ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება/დელეგირება, მართვის სისტემის გამჭვირვალობა ამოცანა 1. სკოლის მართვის სტრატეგიული დაგეგმვა. ინკლუზიური განათლების დაგეგმვა და განვითარება. ამოცანა 2. ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა, რომელიც გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული. ამოცანა 3. სკოლის უსაფრთხოების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. ამოცანა 4. ელექტრონული საქმისწარმოების განვითარება. ამოცანა 5. გამჭვირვალობა სკოლის საქმიანობის ყველა სფეროში. ამოცანა 6. მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამოცანა 7. მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. პრიორიტეტი 2. საშემსრულებლო დისციპლინა მიზანი: სკოლის ოპტიმალური და ეფექტური სტრუქტურების შექმნა ამოცანა1. თითმმართველობითი ორგანოების შექმნა და ფუნქციების განაწილება. ამოცანა2. სკოლის მარეგულირებელი დოკუმენტთა შემუშავება. ამოცანა 3. უსაფრთხოების გამართული სისტემა და წესების დაცვა. ამოცანა 4. ესთეტიკურად მოწესრიგებული სკოლის შექმნა. მიზანი: ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. ამოცანა 1. სკოლის სტრუქტურული ერთეულების გამართულ საქმიანობაზე ზრუნვა ამოცანა 2. თანამშრომელთა პირადი საქმეები, ხელშეკრულებები. ამოცანა 3. თანამშრომელთა წახალისების მექანიზმების შემუშავება -გამოყენება. ამოცანა 4. ახალი თანამშრომლებისთვის საქმიანი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. პრიორიტეტი 3. სწავლების ხარისხის ამაღლება მიზანი: პოზიტიური და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. ამოცანა 1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასკოლო სასწავლო გეგმის -კურიკულუმის შემუშავება და დანერგვა სკოლაში. ამოცანა 2. შეფასების ახალი სისტემის დანერგვა ამოცანა 3. საბიბლიოთეკო პროგრამების შემუშავება და დანერგვა. ამოცანა 4. დემოკრატიული კომპეტენციების დანერგვა და განვითარება სასწავლო პროცესში. ამოცანა 5. დისციპლინაზე ზრუნვის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. პრიორიტეტი 4. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. მიზანი: თანამშრომლობითი გარემოს შექმნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ამოცანა 1. კოლეგიალური ურთიერთობების დამყარება თანამშრომლებს შორის. ამოცანა 2. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. ტრენინგები, ქოუჩინგი, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ამოცანა 3. კათედრებზე რეფლექსიური შეხვედრების ჩატარება/გამოცდილების ურთიერთგაზიარება ამოცანა 4. მასწავლებელთა ურთიერთდასწრება შედეგების ანალიზი. ამოცანა 5. საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ბიბლიოთეკის აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში. გრძელვადიანი პრიორიტეტი 1. სკოლის ცნობადობის ამაღლება. ამოცანა 1. სკოლის ვებგვერდის ფუნქციონირება ამოცანა 2. თემის, სასკოლო საზოგადოების ინფორმირება სასკოლო აქტივობების შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით. პრიორიტეტი 2. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება. ამოცანა 1. სასწავლო პროექტებზე, კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა. ამოცანა 2. საგნობრივი და სხვადასხვა სახის კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობა. ამოცანა 3. მოსწავლეთა მომზადება საგნობრივი ოლიმპიადებისთვის. პრიორიტეტი 3. სკოლის ახალი კულტურის ჩამოყალიბება. ამოცანა 1. მოსწავლეთა და მასწავლებელთა მუშა ჯგუფის შექმნა სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის. ამოცანა 2. შეფასებისა და მონიტორინგის განხორციელება. ამოცანა 3. ხარისხის მართვისა და მხარდამჭერი ჯგუფის კოორდინირებული მუშაობა. პრიორიტეტი 4 ზრუნვა მოსწავლეთა მხრიდან მიღებული ცოდნის მუდმივ ტრანსფერზე. ამოცანა 1. არაფორმალური განათლება / სოციალურ პროექტებზე მუშაობა ამოცანა 2. კლუბური მუშაობის დანერგვა მატერიალურ - ტექნიკური ბაზის მართვის სტრატეგია • მატერიალურ -ტექნიკური ბაზა/ქონება. ( მოვლა-პატრონობა) • კომუნალური საკითხები. • სასწავლო -სამუშაო გარემო. • სისტემის მონიტორინგი. ფინანსების მართვის სტრატეგია • სკოლის ბიუჯეტი. • ბუღალტერია. • საბანკო ურთიერთობები. • საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობა. • შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობა. • სისტემის მონიტორინგი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია • შიდა კომუნიკაციის სტრატეგია. • გარე კომუნიკაციის სტრატეგია. • არაფორმალური ურთიერთობები. • მონიტორინგის სისტემა.
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმა N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი ვადები 2023-2024 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება 1.1 სკოლის დოკუმენტაციის, მათ შორის, შინაგანაწესის გაცნობა/დამტკიცება დირექტორი, სამეურვეო საბჭო სექტემბერი 1.2 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო სექტემბერი 1.3 სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო სექტემბერი 1.4 სკოლის საევაკუაციო გეგმის დამტკიცება დირექტორი სექტემბერი 1.5 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი სექტემბერი 1.6 საქმისწარმოების ერთიანი სისტემის წარმოება დირექცია, საქმისმწარმოებელი სექტემბერი-ივნისი 1.7 პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის წარმოება დირექტორი, ხარისხის ჯგუფი, მასწავლებლები სექტემბერი-ივნისი 1.8 სკოლის 2023 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი ნოემბერი 1.9 სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი სამეურვეო საბჭო დეკემბერი 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება 2.1 სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება. დირექტორი, ხარისხის ჯგუფი სექტემბერი-ივნისი 2.2 მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა დირექტორი, მასწავლებელები სექტემბერი, იანვარი 2.3 კათედრების მიერ რეკომენდაციების შემუშავება თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით; შემაჯამებელი დავალებების ანალიზი საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეები სექტემბერი-ივნისი 2.4 საგაკვეთილო პროცესში კომპლექსური დავალებების განხორციელება დირექტორი, მასწავლებელები სექტემბერი-ივნისი 2.5 ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და განვითარების მუდმივი კონტროლი დირექტორი, ხარისხის ჯგუფი, საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეები სექტემბერი-ივნისი 2.6 საგნობრივი კათედრების სამუშაო გეგმების შემუშავება, დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა. დირექტორი კათედრების თავმჯდომარეები სექტემბერი, იანვარი 2.7 სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებლის საათის ჩატარება კლასის დამრიგებლები სექტემბერი-ივნისი 2.8 კლასების მიხედვით დამრიგებლის ფუნქციის განსაზღვრა დირექტორი სექტემბერი 2.9 შეფასების ფორმის განსაზღვრა პედაგოგიური საბჭო სექტემბერი 2.10 მოსწავლეთა მიღწევების ანალიზი კომპლექსური დავალებების დიაგნოსტირების მიზნით პირველი ინსტრუმენტის გამოყენებით. პედაგოგიური საბჭო ნოემბერი, მაისი 2.11 შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა დირექტორი კათედრების თავმჯდომარეები პედაგოგები სექტემბერი-ივნისი 2.12 შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა (პროექტები, პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და ა.შ.) ორგანიზება დირექტორი, დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები სექტემბერი-ივნისი 2.13 კლუბური მუშაობის დანერგვა და მართვა დირექტორი, მასწავლებლები მოსწავლეთა თვითმმართველობა სექტემბერი-ივნისი 2.14 სკოლის მიერ მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შეთავაზება დირექტორი სექტემბერი-ივნისი 3. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება 3.1 სკოლის დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრება დირექტორი, სამეურვეო საბჭო სექტემბერი-ივნისი 3.2 სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების დელეგირება დირექტორი სექტემბერი-ივნისი 3.3 სკოლის საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ფუნქციების გადანაწილება გუნდური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის. დირექტორი, სამეურვეო საბჭო სექტემბერი-ივნისი 3.4 მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოს შექმნა სამეურვეო საბჭო სექტემბერი. ოქტომბერი 4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია 4.1 საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის, მაგალითად, სკოლის ვებგვერდის განვითარება. დირექტორი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი. სექტემბერი-ივნისი 4.2 სკოლის მონაცემთა ბაზის ელექტრონულ ფორმატში ორგანიზება საქმისმწარმოებელი სექტემბერი-ივნისი 5. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა 5.1 სკოლის კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება დირექტორი. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; სექტემბერი-ივნისი 5.2 შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დირექტორი; მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; სექტემბერი 6. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. 6.1 სკოლის ლაბორატორიის აღჭურვა. დირექტორი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; სექტემბერი-ივნისი 6.2 სკოლის შევსება სხვადასხვა სასწავლო რესურსებით. დირექტორი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; სექტემბერი, ივნისი 6.3 წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება. დირექტორი, ბიბლიოთეკარი სექტემბერი-ივნისი 6.4 მასწავლებლისათვის მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შეძენა/მოძიება დირექტორი, ბიბლიოთეკარი სექტემბერი-ივნისი
სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა სატრანსპორტო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტი 2023 წელი 1. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს ტრანსპორტირების სერვისს, რაც ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის მხრიდან საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შემდეგ. 2. სკოლა არის აღნიშნული მომსახურების მიმღები, ჩვენი მხრიდან არ ხდება კონტრაქტორი ორგანიზაციის მოძიება, თანამშრომლობა გამოიხატება აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან სკოლისთვის გადმოგზავნილი ტაბელების წარმოებაში, რითაც ვადასტურებთ მძღოლის მხრიდან ყოველდღიური მომსახურების გაწევას. 3. მომსახურება ხორციელდება უსაფრთხოების ზოგადად არსებული ნორმების დაცვით და ითვალისწინებს მოსწავლის საუკეთესო ინტერესებს. 4. დაცულია მომსახურების ეთიკური ნორმები: • თბილი გარემო • მოსწავლეებთან პიოზიტიური კომუნიკაცია 5. დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები • ტრანსპორტის სისუფთავე • თამბაქოს მოხმარების აკრძალვა • ეპიდვითარების შემთხვევაში მძღოლის აღჭურვა პირბადითა და დისტანციური თერმომეტრით. • მძღოლის პირადი ჰიგიენა 6. დაცულია ტრანსპორტის შესაბამისობა, ტექნიკური გამართულობა, მძღოლის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. 7. მძღოლის ფუნქციები: • უზრუნველყოს სკოლაში მოსწავლეების მოყვანა გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. • უზრუნველყოს სკოლიდან მოსწავლეების წაყვანა გაკვეთილების დამთავრებისთანავე.
მოსწავლის ქცევის კოდექსი თავი II. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხოფას. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს। მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე। გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები। მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე। მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით। მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას। მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრს და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღბს თავისად। მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას। მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე। მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას। მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშების საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები। ფსიქოტროპული შაშუალებები,ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე। მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით। მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა 1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. 3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. 4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს. 5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად. 7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით. 8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. 9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს. 10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის. 11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა 1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში. 2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. 3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. 5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე. 6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. 7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. 8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.
ტექნოლოგიური რევოლუციის თანამედროვე ეტაპზე ინოვაციები გახდა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ განაპირობა შესაბამისი ცვლილებები სწავლებაშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ცვლილებები შეიძლება განათლების დაბალ საფეხურზე დაიყოს, რათა მოზარდებში სწორი აზროვნების ფორმირება მოხდეს. განათლების მკვლევრები სწორედ STEM -განათლებას მიიჩნევენ ცვლილებების საფუძვლად, რადგან STEM -ს მოაქვს ადრეულ ასაკში სწავლების პარადიგმის ცვლილება და მიზნად ისახავს ბავშვების ცნობისმოყვარეობისა და უნიკალურობის შენარჩუნებას მათი ზრდის პარალელურად. ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლას უცხოეთში მოღვაწე მეცნიერმა რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია, საჩუქრად გადასცა STEM ლაბორატორიის თანამედროვე სრულყოფილი აღჭურვილობა. შეხვდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ადგილზე ჩაუტარა ტრენინგი და ისაუბრა STEM ლაბორატორიის მნიშვნელობაზე, რაც მოსწავლეებს დაეხმარება STEM საგნებით დაინტერესებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. მოსწავლეები ინტერესით აკვირდებოდნენ ახლად შეძენილ ხელსაწყოებს, გარემოს რომელსაც საინტერესო პროექტებსა და მოდელებზე მუშაობის განწყობა უნდა შეექმნა. სწორედაც STEM სწავლება არის ის გასაღები, რომელიც თანამედროვე ქვეყნის განვითარების კარს გაუღებს ჩვენს შვილებს და მთელ ქვეყანას.