სიღნაღი, სოფელი მაღარო
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 13
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · სიღნაღი · სიღნაღი, სოფელი მაღარო
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ -სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის მისიაა, გამოავლინოს მოსწავლეთა პოტენციალი, რათა შემდეგში ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, საზოგადოებაში ინტეგრირებულ, სამართალსა და ადამიანის უფლებების დამცველ, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქეებად, რითაც ისინი შეძლებენ თანამედროვე გლობალურ სამყაროში რეალიზაციას. სკოლა დიდი ფილოსოფოსის და მეცნიერის XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორის სოლომონ დოდაშვილის სახელს ატარებს, ამიტომ ჩვენი მიზანია მოსწავლეები აღიზარდონ ეროვნული სულისკვეთებით, განუვითარდეთ მამულისადმი სიყვარული და თავდადება. ხედვა სკოლის გუნდს გააზრებული აქვს, რომ საჯარო სკოლა მომავალში იქნება სასკოლო ცხოვრებითა და კულტურით გამორჩეული სკოლა მუნიციპალიტეტში. სკოლის მიზანია, მოსწავლეებს შესთავაზოს მრავალფეროვანი სწავლა-სწავლების მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მოზარდი შეძლებს 21-ე საუკუნის უნარების დაუფლებას. ღირებულებები სკოლა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი გარემო, რომელიც გულისხმობს ურთიერთობას თემთან, სასკოლო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან; • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელშიც იგულისხმება მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული ზრდა, რომელიც უკავშირდება სწავლის ხარისხს; • ინკლუზიური და ტოლერანტული გარემოს შექმნა, სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები; • ჯანსაღი გარემო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სრულყოფილ განათლებას და შეინარჩუნებს ბავშვობისათვის დამახასიათებელ სილაღესა და თავისუფლებას; • გამჭვირვალობა - სკოლის საქმიანობა, ხედვა და ღირებულება საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
• სამეურვეო საბჭო; • სკოლის დირექცია; • პედაგოგიური საბჭო; • მოსწავლეთა თვითმმართველობა; • დისციპლინური კომიტეტი;
სსიპ - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები;
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2024 წლის სკოლის ბიუჯეტი