სიღნაღი, სოფელი ჯუგაანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 34
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
კახეთი · სიღნაღი · სიღნაღი, სოფელი ჯუგაანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
2030 წლისთვის ჯუგაანის სკოლა იქნება მოწესრიგებული და დინამიური განათლების გარემო,რომელიც აღზრდის დამოუკიდებლად მოაზრივნე ახალგაზრდებს მოსწავლეების,თანამშრომლებისა და მშობლების მხარდაჭერით.ყველა ასაკის მოქალაქეს სტიმულს მისცემს სწამდეთ სკოლის და სარგებლობას ხედავდნენ საჯარო განათლებიდან.ჩვენი მიღწევები მოგვცემს საშუალებას წარმატებით დავძლიოთ მომავალი გამოწვევები. 2 სკოლის მისია: ჯუგაანის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებთან,მშობლებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით შექმნას კეთილგანწყობილი,მხარდამჭერი გარემო,რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა, უნარჩვევები და ძირითადი ღირებულებები პირადი წარმატებისა და საზოგადოების განვითარების მისაღწევად. სკოლის მიზანია: შექმნას შესაბამისი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას. მოსწავლეებში შთანერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. შექმნას შესაბამისი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. სკოლის ამოცანაა: დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. იზრუნოს პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი. ყოველ სასწავლო წელს მოახდინოს შიდა ბრენდირება დადგენილ ვადაში გაიაროს სახელმწიფო ავტორიზაცია.
1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი; 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს; 3. სკოლაში არსებობს შემდეგი ფუნქციური ერთეულები: საგნობრივი კათედრები, ადმინისტრაცია, მრჩეველთა საბჭო, სასკოლო კლუბები, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტები ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი; 4. სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მათი საქმიანობა ეყრდნობა სკოლის მისიას, ხედვასა და სტრატეგიულ მიზნებს.
მოსწავლის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის წესი სსიპ სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა 2023წ
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში