Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურის საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი ყანდაური

Register ID#1289
Students145
Teachers25
Buildings1
School profile

General information

Principal
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

საგარეჯო, სოფელი ყანდაური

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
19
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისიაა -სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). იყოს კონკურენტუნარიანი. ხედვაა - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და ტოლერანტობაზე. ვქმნით სამართლიან, გამჭვირვალე გარემოს და მხარს ვუჭერთ მოსწავლის თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას. ჩვენ ვაძლიერებთ არაფორმალურ განათლებას და ვზრდით კრიტიკულად შემოქმედებითად მოაზროვნე, პრობლემების გადამჭრელ, ნოვატორ, თავისუფალ მოქალაქეს. ჩვენ ვაყალიბებთ მართვის დემოკრატიულ სისტემას, კვლევაზე დაფუძნებით ვავლენთ გამოწვევებს და ერთობლივად ვნერგავთ გადაჭრის სტრატეგიებს. ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მათ განხორციელებაში. რაც თემში პოზიტიური ცვლილებების საწინდარია. სკოლა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას, სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის გახდეს რაიონში წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიც მსურველებს შესთავაზებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს

StructureText information

სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს

Strategic planPlan and performance report

Documents

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა.docx20/03/2025 16:08:05 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

დირექტ.სამუშაო გეგმა..docx17/03/2025 12:17:47 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms4 additional items

მოკლე ინფორმაცია სკოლას მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველსაყოფად შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, სადაც გაწერილია მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, მათ დარღვევაზე პასუხისმგებლობის ფორმები,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი .ამასთანავე, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად, სკოლაში დამტკიცებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.ამასთანავე, სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც მოსწავლეები, მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ახდენენ თავიანთი უფლებების დაცვას. სკოლის თანამშრომლის ან მოსწავლის მიერ მოსწავლის კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ტარდება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამის პირს ეკისრება დისციპლინური სახდელი. სკოლის შინაგანაწესით ასევე განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესი. მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, თუ თვლის, რომ შეილახა მისი უფლება ან/და მომსწრე გახდა სხვისი უფლების შელახვის ფაქტის, მიმართოს დირექციას და მისი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს საქმის გარემოებების მოკვლევა; შესაძლებელია, ადმინისტრაცია/დირექციის მიერ მოხდეს საქმის შესწავლა, ხოლო თუ გამოიკვეთება მასწავლებლის/დამრიგებლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი, საქმე გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს განსახილველად. დეტალურად იხილეთ თანდართული ფაილები.

Documents

მოსწავლის ქცევის კოდექსი.docx17/03/2025 11:29:04 · 0.02 MB
გასაჩივრების წესი .docx17/03/2025 11:29:04 · 0.09 MB
საჩივრის ფორმა.docx17/03/2025 11:29:04 · 0.03 MB
შინაგანაწესი.pdf17/03/2025 12:32:32 · 9.8 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლა აშენებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში. საჭიროებს კაპიტალურ რემონტს, თუმცა რეაბილიტირებულია კარ-ფანჯარა, შენობის სახურავი, შიდა სანიტარული კვანძი.

FinancesText information

სკოლა არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე და გააჩნია მწირი ფინანსური შესაძლებლობები.

სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურის საჯარო სკოლა