საგარეჯო, სოფ. უჯარმა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 71
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი უჯარმა
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ჩვენ გავხდებით კიდევ უფრო წარმატებული, მოთხოვნადი სკოლა მაღალი იმიჯით თემში, ცნობადი რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. სწორედ წარმატებული პატარა სკოლები უნარჩუნებენ სიცოცხლეს მთის ზონის სოფლებს, ეხმარებიან და ხელს უწყობენ ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლა იქნება კონკურენტუნარიანი, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული, უსაფრთხო, კომფორტული, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოთი. მისი მუშაობა მიმართული იქნება თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭიერების გამოვლენასა და მაქსიმალურ განვითარებაზე. ის ხელს შეუწყობს თითოეული ბავშვის თავის დამკვიდრებას ცხოვრებაში და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობის და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. მოსწავლეთა მიღწევები გადაიქცევა უმაღლეს პრიორიტეტად. სასკოლო საზოგადოებას და თემის წევრებს ექნებათ სკოლასთან მიკუთვნებულობის მაღალი განცდა. სკოლა მოსაწონი და მოთხოვნადი იქნება თემში. პოზიტიური სასკოლო გარემო, სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი, განვითარებული არაფორმალური სექტორი წაახალისებს ოჯახებს არ დატოვონ სოფელი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები უჯარმის საჯარო სკოლას აქვს სწრაფვა უწყვეტი განვითარებისკენ, ის ფეხს უწყობს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, არის მათი აქტიური მონაწილე და განმახორციელებელი. სასკოლო საზოგადოების ღირებულებებია: • სამართლიანობა • პასუხისმგებლობა • ურთიერთპატივისცემა • თანამშრომლობა • ტოლერანტობა • გამჭირვალობა • დემოკრატია და კანონის უზენაესობა