თბილისი, ისანი-სამგორი, შუამთის ქ. №64
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 175
- Available places
- 16
- SEN capacity
- 18
- Available SEN places
- 8
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, შუამთის ქ. №64
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის მისიაა პოზიტიური, უსაფრთხო და თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცის შექმნით, მოსწავლეებს შესთავაზოს ხარისხიანი განათლება და განუვითაროს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, რაც დაეხმარება მათ თვითრეალიზებას მუდმივ ცვალებად სამყაროში. ხედვა 2030 წლისთვის სკოლა გახდება მოთხოვნადი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეს მისცემს ხარისხიან განათლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მიმართულებით; ორიენტირებული იქნება უცხო ენებისა და ისტ ტექნოლოგიების გაძლიერებულ სწავლებაზე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ჩვენი შევძლებთ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდას, რომელთაც ექნებათ საკუთარი და ქვეყნის მომავლის განვითარების პოზიტიური ხედვა, წვლილს შეიტანენ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ინტეგრაციაში. ღირებულებები სკოლა ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამართლიანობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა, -სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპებს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქმნის პიროვნების განვითარების, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების გამოვლენის ხელსაყრელ პირობებს. დადგენილი პროცედურები გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. თანამონაწილეობა, გუნდურობა, პასუხიმგებლობა, მოტივაცია - სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. სკოლა გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში აქტიურად რთავს სასკოლო საზოგადოებას, რომლის თითოეულ წევრს საშუალება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, ინტერესი და შეხედულება. გადაწყვეტილებები მიიღება დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით. კონსტრუქციულად განიხილება პრობლემური საკითხები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები; სკოლაში წახალისებული და მხარდაჭერილია კერძო ინიციატივები, შექმნილია პოზიტიური და მამოტივირებელი გარემო. ხარისხზე ორიენტირება და განვითარება : სკოლა სისტემატურად ახორციელებს საქმიანობის მონიტორინგს და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ნერგავს კონსტრუქტივიზმის პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მათი მიღწევების გაუმჯობესებისათვის იყენებს თანამედროვე სასწავლო რესურსებს, განმავითარებელ შეფასებას. ხელს უწყობს პროექტებზე, კვლევებზე, პრობლემაზე, ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული სწავლებასა და ზრუნავს მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. უსაფრთხოება, ჰუმანიზმი, ტოლერანტობა, -სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც დაცულია სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის უფლებები, ეთიკის ნორმები. აყალიბებს ინკლუზიურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია თითოეული მოსწავლისათვის. ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემას.