დედოფლისწყარო, სოფელი არხილოსკალო
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 47
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
კახეთი · დედოფლისწყარო · დედოფლისწყარო, სოფელი არხილოსკალო
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება პატრიოტიზმზე; თითოეული მოსწავლის თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაზე; პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებასა და 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე. სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს სკოლის ხედვა : 2030 წლისთვის სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა მიაღწევს სკოლაზე გათვლილ მოსწავლეთა ზღვრულ რაოდენობას; სკოლა გახდება პროფესიული განათლების პროვაიდერი უახლოეს რეგიონში; მიზანმიმართულად დაინერგება პროფესიული განათლების პროგრამები. სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ა) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური განათლების დანერგვა. ბ} მოსწავლეების შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომების უფრო მეტად დახვეწა; გ) სკოლის ბაზაზე პროფესიული კურსების განხორციელება. დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა სპორტული აქტივობების განხორციელება. ე) სწავლების ყველა საფეხურზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; ზ) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე სკოლის ღირებულებებია: • კეთილგანგანწყობილი და უსაფრთხო გარემო • ინკლუზიურობა • გუნდურობა • გამჭვირვალობა • სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება
სკოლის სტრუქტურული ერთეულები
სკოლაში სწავლება ხორციელდება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეზურზე. დამატებითი მომსახურების სახით მოსწავლეებს ვთავაზობთ : დაწყებით საფეხური- მკითხველთა კლუბი: კლუბის ხელმძღვანელი: ლია აფციაური კლუბის წევრთა რაოდენობა: 15 კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა: ერთი წელი კლუბის მუშაობა : დასწრებული საბაზო საფეხურზე- ქიმიის წრე; ხელმძრვანელი ნათელა ბუთხუზი კლუბის წევრთა რაოდენობა: 15 კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა: ერთი წელი კლუბის მუშაობა : დასწრებული მოსწვლეთა შრომითი უნარების განვითარების კურსი-,,პროფესიული უნარების კურსი დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების დამზადება. ’’ საშუალო საფეხურზე -ბიოლოგიის წრე; ხელმძღვანელი მაია სიმონიძე კლუბის წევრთა რაოდენობა: 15 კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა: ერთი წელი კლუბის მუშაობა : დასწრებული მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსებს: 1. სასერტიფიკატო კურს „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა“ 2. “ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება ღია და დახურულ გრუნტში” . მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა-15
1. სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობისათვის შესაბამის ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსებით. სკოლაში ფუნქციონირებს 3 ლეპტოპი, 15 პერსონალური კომპიუტერი, სასერტიფიკაციო პროგრამების კომპიუტერული ლაბორატორია ( 15 კომპიუტერი, 1 პრინტერი;15 ყურსასმენები) . 2პროექტორი, 4 პრინტერი. გამართული ინტერნეტი, ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზით, სკოლაში არის საკმარისი რაოდენობით სასკოლო ინვენტარი. წიგნადი ფონდი გასაახლებელია, არის შესაბამისობაში სკოლის სასწავლო გარემოსთან.არსებული წიგნადი ფონდით სარგებლობა შეუძლია როგორს მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ისე მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ისეთი ლიტერატურითაც, რომელთა გატანაც ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება, შეუძლიათ ადგილზე გამოიყენონ სამკითხველო დარბაზი.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ბიუჯეტი