Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლა

კახეთი · გურჯაანი · გურჯაანი, სოფელი ვეჯინი

Register ID#1253
Students263
Teachers30
Buildings1
School profile

General information

Principal
მარინა ჯიქიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
07/11/2023
Authorization end
07/11/2032
First grade admission

Current capacity information

გურჯაანი, სოფელი ვეჯინი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
32
SEN capacity
5
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლა სკოლის ხედვა: სკოლის ყველა მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს მაღალაკადემიურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურად უსაფრთხო გარემოში. სკოლის ფინანსური მდგომარების გაუმჯობესება. მატერიალური ტექნიკური ბაზის სრულყოფა. სკოლის მისია: უზრუნველყოს: ა) სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტები; ბ) უსაფრთხო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან თავისუფალი და წამახალისებელი გარემო; გ) ზრუნვა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის; ე) მოსწავლისათვის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუსულიერი ღირებულებების შესაქმნელად ვ) თითოეული მოსწავლისათვის ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარის გამომუშავება;. ზ) იზრუნოს სკოლაში სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის მაღალი ხარისხის მიღწევასა და მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებაზე; თ) ვეჯინის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იქნება კონკურენტუნარიანი საშინაო და მსოფლიო შრომით ბაზარზე.

Structure1 additional item

სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო: 1.1. დებულება აწესრიგებს სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობას, სკოლის მართვის პრინციპებსა და წესებს. მუხლი 2. სკოლის სტატუსი 2.1. სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლა (შემდგომში - სკოლა) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი 2.2. სკოლის იურიდიული მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვეჯინი, მე-3 ქუჩა 2.3. სკოლაში სწავლების ენა არის ქართული. 2.4. სკოლას აქვს ბეჭედი, სატიტულო ფურცელი, საბანკო ანგარიში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. მუხლი 3. სკოლის უფლებამოსილება 3.1. სკოლა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით’’, ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, განათლების სისტემაში მოქმედი საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით. 3.2. სკოლა შეიძლება სასამართლოში გამოვიდეს მხარედ (მოპასუხედ ან მოსარჩელედ), მესამე პირებთან დადოს გარიგებები და შეთანხმებები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 3.3. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3.4. სკოლა დამოუკიდებელია თავისი სტრუქტურის ფორმირებაში. თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა მუხლი 5. სტრუქტურის მიმოხილვა 5.1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს დირექციას, სამეურვეო საბჭოს, ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და ტექნიკურ პერსონალს. 5.2. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა ან/და დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. მუხლი 6. სკოლის დირექტორი 6.1. სკოლას მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამეურვეო საბჭო. 6.2. დირექტორი: 6.2.1. ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში; 6.2.2. ამტკიცებს სკოლის დებულებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სხვა აქტებს; 6.2.3. განსაზღვრავს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესსა და პირობებს; 6.2.4. განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის პერსონალის შრომის ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან არაკვალიფიციურობის დადასტურებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; 6.2.5. შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას; 6.2.6. ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას სამეურვეო საბჭოსთან და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით; 6.2.7. ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; 6.2.8. ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან (შვიდწლიან სტრატეგიულ) და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს; 6.2.9. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ; 6.2.10. განკარგავს სკოლის თანხებს; 6.2.11. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; 6.2.12. აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლეებთან; 6.2.13. იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდის ფორმების შესახებ; 6.2.14. ზედამხედველობას უწევს სკოლის შინაგანაწესის შესრულებას. 6.2.15. ყოველდღიურად ზრუნავს სასკოლო დისციპლინის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის. 6.2.16. ახორციელებს სკოლის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს. 6.3. სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია: 6.3.1 ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე; 6.3.2 სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. 6.4. სკოლის დირექტორი ვალდებულია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა განახორციელოს გონივრულად და პროპორციულად კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით; 6.5. სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებას. თავი III. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი მუხლი 7. დირექტორის მოადგილე 7.1.1. დირექტორის მოადგილე თავის საქმიანობას ახორციელებს წინამდებარე დებულების შესაბამისად. 7.1.2. დირექტორის მოადგილე: 7.1.3. ზედამხედველობას უწევს სასწავ

Documents

ვეჯინის სკ სტრუქტურული ერთეულები.docx15/02/2024 11:59:19 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

დამტკიცებულია: სკოლის დირექტორის ბრძანება N1კ-69 ( მ. ჯიქიძე) 2023- 2030 სასწავლო წელი სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლა სარჩევი: სკოლის მიზანი მისია ................................................................................................................................................3 ხედვა ...............................................................................................................................................3 ღირებულებები ...............................................................................................................................4 რესურსები .......................................................................................................................................4 სკოლის სტრატეგია სტრატეგიული გრძელვადიანი მიზნები .......................................................................................5 სტრატეგიული გრძელვადიანი მიზნების განხორციელების სტრატეგია ...................................6 გარემო ფაქტორების ანალიზი .......................................................................................................9 სტრატეგიული მიზნებისათვის მისაღწევად საჭირო რესურსები სასწავლო პროგრამები ..................................................................................................................22 მატერიალური რესურსი ...............................................................................................................30 ტექნიკური რესურსი ....................................................................................................................32 ფინანსური რესურსი ....................................................................................................................33 ადამიანური რესურსი ...................................................................................................................34 საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის სტრატეგია .......................35 სკოლის დაფინასნება ....................................................................................................................39 შესავალი: სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვეჯინის საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2023-2030 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. აგრეთვე, განხილულია მარკეტინგული და პიარ ინსტუმენტების გამოყენების რელევანტურობა და მიზნობრიობა. სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების მეტრიკა და კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის დამადასტურებელი საბუთი.

Documents

7 წლ. სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წ..docx11/11/2023 00:07:54 · 0.56 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

დან 3 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2022-2023 წელი.docx11/11/2023 00:16:29 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

,,დამტკიცებულია“ სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2023 წლის N-1 სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე: თამარ ფურცელაძე ,,შემუშავებულია“ სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის დირექტორის მონაწილეობით დირექტორი: მარინა ჯიქიძე სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2023-2024 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. 4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. 5. სკოლაში დასაქმებულებისთვის ამ მუხლისაგან განსხვავებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, შესვენების, დასვენებისა და სამუშაო დრო შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 6. სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიებისთვის საჭირო დრო, რომელიც ემთხვევა უქმე საათებს შეიძლება ანაზ

Documents

ვეჯინის სკოლის შინაგანაწესი 2023-2024.docx15/02/2024 11:49:33 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Finances1 additional item

Documents

დან 62 ფინანს ანგარიში.docx11/11/2023 00:11:34 · 0.02 MB
Download documents on EMIS