გურჯაანი, სოფ. მელაანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 17
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · გურჯაანი · გურჯაანი, სოფელი მელაანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია აღზარდოს განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი და კონკურენტულ გარემოში თვითდამკვიდრების უნარის მქონე,ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. სკოლის ხედვა სკოლა მომავალი შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიული მართვის გზით იზრუნებს შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, წამახალისებელი გარემო, რისთვისაც ეფექტურად გამოიყენებს არსებულ ადამიანურ რესურსებს, ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და იზრუნებს მის მუდმივ განვითარებაზე. სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება და 21-ე საუკუნის გამოწვევების გათვალისწინება თვალსაჩინოს ხდის სკოლის ხედვასა და სამომავლო გეგმებს . ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, საკუთარი პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენას, მომზადებას თანამედროვე გამოწვევებისთვის. სკოლა უზრუნველყოფს კვალიფიციური პედაგოგების, მოსწავლეთა და მშობელთა თანამშრომლობით სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს და ხელს შეუწყობს მოსწავლეების მომზადებას თანამედროვე გამოწვევებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. სკოლის ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: 1. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი • სკოლა იზრუნებს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე შეძლებს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს. 2. უსაფრთხო ,ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემო • ჩვენ, უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებით, უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი წესრიგის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პერსონალური მონაცემების დაცვას, ინფორმაციულ უსაფრთხოებას. 3. პასუხისმგებლიანობა და კეთილსინდისიერება • ჩვენ მიერ გაცემული დაპირებების შესრულებით, საკუთარ ქმედებასა ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობის აღებით და ადეკვატური რეაქციით, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებით, მოსწავლეებს ვაძლევთ პასუხიმგებლობის კარგ მაგალითს. ვასწავლით მათ პასუხიმგებლობის აღებას საკუთარ ქმედებაზე, უმოქმედობაზე და გადაწყვეტილების შედეგზე. 4. სამართალიანობა • ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. 5 . ზრუნვა მუდმივ განვითარებაზე: • ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწავლა/სწავლება და განვითარება უწყვეტი პროცესია, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ როგორც საკუთარ, ისე მოსწავლეთა მუდმივ ზრდა-განვითარებაზე. 6. სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება • სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება. ვუზრუნველყოფთ სასკოლო საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, წარმატებებსა და ინიციატივებზე. სწორედ ამიტომ, სკოლის მმართველობითი კოლეგიური ორგანოების შემადგენლობა დაკომპლექტებულია როგორც სკოლის თანამშრომლების, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისაგან. 7. სიყვარული: • ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს - ურთიერთობებს, სწავლას, პასუხისმგებლობას, უსაფრთხოებას - საფუძვლად უდევს სიყვარული.
სკოლის სტრუქტურული სქემა. (იხ. ფაილი)
წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 წლები ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024– 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.იხ ფაილი თანამდებობრივი ინსრუქციები.იხ.ფაილი სასკოლო საზოგადოების წევრების ინიციატივების მხარდაჭერის სქემა.იხ ფაილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი.იხ ფაილი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი.იხ ფაილი მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.იხ ფაილი ციფრული განვითარების გეგმა.იხ ფაილი ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება.იხ ფაილი ბიბლიოთეკის დებულება.იხ ფაილი ლაბორატორიის გამოყენების წესი.იხ ფაილი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი.იხ ფაილი
გასაჩივრების წესი იხ. დანართი
ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდგენთ სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის, 2022-2023 სასწავლო წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსება, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელი იქნებოდა ბანკის სარგებლიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის სავარაუდო ბიუჯეტში, რომელიც შეიქმნა 2022 წლის დეკემბრის თვეში, წინა წლიდან გადმოსული სავარაუდო ნაშთი შეადგენდა 15000 ლარს, ამიტომ 2023 წლის სავარაუდო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 485282 ლარით. 2023 წლის დასაწყისში, კერძოდ იანვრის თვის ბოლოს, ხელფასების ცვლილებასთან დაკავშირებით (გაიზარდა ვაუჩერი) და რეალურად წინა წლის ნაშთის სხვაობის გამო, გარკვეული ცვლილებების განხორცილება, რაც ასახული იქნა სკოლის კორექტირებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებებით. წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი ხარჯის და სსსმ მოსწავლეების სწავლებისთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ცვლილების გამო კვლავ დაგვჭირდა ბიუჯეტის ცვლილება. ყოველი ბიუჯეტის ცვლილება ხდება სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. 2023 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. მცირეკონტიგენტიანი, მთის სტატუსის მქონე სკოლა ვართ და გვერიცხება სტანდარტული ვაუჩერი, რომლითაც სტაბილურად ივსებოდა ჩვენი ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 498391 ლარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების, სანიტარული და ჰიგიენური საშულებების, სამეურნეო საქონლის შესყიდვა, რომელთა შეძენა ხდებოდა კანონმდებლობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სკოლას საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს თანხა, საიდანაც სარგებლის სახით (დარიცხული პროცენტი) ჯამურმა შემოსავალმა 2023 წლის განმავლობაში შეადგინა 2052 ლარი. 2023 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ასევე შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები. 2023 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 500442 ლარი, წინა წლის ნაშთი გადმოვიდა 21831 ლარი, ხოლო ხარჯმა შეადგინა -505642 ლარი. მათ შორის, სკოლის სხვა შემოსავალია 2052 ლარი. 2024 წლის 1 იანვრისთვის ნაშთი შეადგენს 16631 ლარს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია კომუნალური ხარჯებისათვის. მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა, სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობდა სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.