გურჯაანი, სოფელი ზემო კაჭრეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 20
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · გურჯაანი · გურჯაანი, სოფელი ზემო კაჭრეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მისია სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეთა გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, ხარისხიანი განათლების მიცემა და XXl საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვა, უსაფრთხო და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეების ფორმირება. რის შედეგადაც მოსწავლეებს შეეძლებათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შექმნა და საკუთარი წვლილის შეტანა ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. სკოლის მისიაა მუდმივი ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, თანამშრომლობითი კულტურის დანერგვაზე, არაფორმალური განათლების გაძლიერებაზე, მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხის გაზრდაზე და სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების უზრუნველყოფაზე.მისია გამომდინარეა ეროვნული სასწავლო გეგმიდან და შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ხედვა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შესაბამისობაშია, თუმცა ხედვა საჭიროებს რევიზიას, გადახედვას.შესაბამისად მისია და ხედვა გადაიხედება შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. სკოლის ხედვა სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის ხედვაა სკოლაში სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის სისტემის შექმნა, რათა მოსწავლეებმა, სკოლის დამთავრების შემდეგ შეძლონ ძლიერი, დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბება და ამ საზოგადოების როგორც აქტიურმა წევრებმა ღირსეულად გაართვან თავი გლობალურ/საერთაშორისო გამოწვევებს. სკოლის ღირებულებები ა) სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტები; ბ) თანამშრომლობითი კულტურა; გ) ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირება; დ) მოსწავლეთა ინტერესების მხარდაჭერა; ე) გამჭვირვალობა; ვ) უსაფრთხო ინკლუზიური გარემოს შექმნა; ზ) ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა; თ) ზრუნვა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის;
ფინანსური ანგარიშგება