თბილისი, ძველი თბილისი, მარტყოფის ქ. № 9
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 11
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, მარტყოფის ქ. №9
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სკოლის მისიაა, მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, მულტიკულტურულ გარემოში მიღებული მაღალხარისხიანი განათლებითა და დემოკრატიული ღირებულებებით გახდნენ ქვეყნის პატრიოტი და მსოფლიოს კონკურენტუნარიანი მოქალაქეები. სკოლის ხედვა სკოლაში იქმნება სოციოკულტურული გარემო, სადაც სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური გამოვლინების შესაძლებლობა აქვთ. ბილინგვური საგანმანათლებლო პროცესი ორიენტირებულია ჰოლისტურ განათლებაზე, მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე, კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებსა და მოსწავლის მხარდამჭერ სასკოლო კულტურის შექმნაზე, რომლითაც ყალიბდება წარმატებული და პოზიტიური გამოცდილება ყველა მოსწავლისათვის. სასკოლო კურიკულუმი მიმართულია ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელების გზით მოსწავლეებში XXI საუკუნის უნარების განვითარებისაკენ, ტოლერანტობისა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების გაძლიერებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისაკენ. 2030 წლისათვის სკოლაში შექმნილია დემოკრატიული სასკოლო გარემო, რომელიც მოიცავს მმართველობით, ძირითად და დამხმარე პროცესებს. სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის წარმოდგენილია ურთიერთთანამშრომლობა, მონაწილეობითობა, სკოლის ფილოსოფიისა და ტრადიციებისადმი ერთგულება, რაც წარმოადგენს სკოლის ორგანიზაციული კულტურის გაძლიერების საფუძველს. სკოლის ღირებულებები ობიექტურობა - ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება, ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. სამართლიანობა - სკოლაში უზრუნველყოფილია სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, სადაც გათვალისწინებულია დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესები. გუნდურობა - სკოლაში დაფასებულია თანამშრომლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მიმართულია მონაწილე პირების მიერ გაღებული სინერგიის საშუალებითა და კეთილსინდისიერი შრომით წარმატებების მიღწევასა და პროგრესზე. დისციპლინა - სკოლაში დაფასებულია ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტი, დისციპლინურობა, რომლის საშუალებითაც სკოლაში იქმნება საქმიანი, ხარისხზე ორიენტირებული გარემო. ტოლერანტობა - სკოლაში დამკვიდრებულია განსხვავებული კულტურის, ტრადიციების, რელიგიის, ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ მიმღებლობა, ღიაობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთშემეცნება. მრავალფეროვნება აღიქმება, როგორც სიმდიდრე და სკოლის ძლიერი მხარე. სკოლისადმი ერთგულება - სასკოლო საზოგადოების მხრიდან მაღალია სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა. ხდება სკოლის ავტორიტეტის დაცვა და დადებით იმიჯზე ზრუნვა.
სტრუქტურა
სტრატეგიული განვითრების გეგმა
2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის სტატუსის შეჩერების და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და გასაჩივრების მექანიზმები
შინაგანაწესი
ბიუჯეტი