გურჯაანი, სოფ. ჩალაუბანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 20
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
კახეთი · გურჯაანი · გურჯაანი, სოფელი ჩალაუბანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის მისიაა შექმნას უწყვეტი განვითარების პლატფორმა სასკოლო საზოგადოებისა და თემისთვის. ხელი შეუწყოს ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რომლის წევრებიც შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში. სკოლის ხედვაა: სკოლა მიზნად ისახავს, ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს მუდმივი თვითგანვითარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შემეცნებისა და აკადემიური წარმატებისკენ სწრაფვის სურვილი, ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება, რის შედეგადაც მოსწავლეები ჩამოყალიბდებიან ტოლერანტ მოქალაქეებად, შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა/გათვითცნობიერებას და ამის მიხედვით დაგეგმავენ საკუთარ მომავალს, გააკეთებენ მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თანამედროვე სამყაროს მიღწევების გაზიარება, პრობლემების აღმოჩენა და მოგვარება. რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსალურ და ინკლუზიურ გარემო პირობების შექმნას, რაც თითოეულ მოსწავლეს მიკუთვნებულობის და რეალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა განივითარონ ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევები, რომელიც ორიენტირებული იქნება ინოვაციური მიდგომების დანერგვა განხორციელებაზე. რის შედეგადაც 2030 წლისთვის სკოლა უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტი განათლების მიღებას. ინსტიტუციის სტრატეგიულ ჩარჩოებში მოქცეულია ფუნდამენტური ღირებულებები: • ღიაობა/გამჭვირვალობა - ჩვენ ვენდობით ერთმანეთს; • განვითარება და ინოვაცია - მიღწევები ინოვაციის გზით და არსებულის გაუმჯობესება. • ტოლერანტობა-განსხვავებული კულტურის, ცხოვრების 6 წესის, ქცევისა და ჩვეულებების მიღება. • თანამშრომლობა- სხვათა შრომის, მიღწევების, იდენტობისა და აზრის პატივისცემა; • აღიარება-საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. • თანასწორობა-ყველასთვის თანაბარი და ინკლუზიური გარემო.
სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის შენობა განთავსებულია სოფელ ჩალაუბნის ცენტრში, სკოლას ჩატარებული აქვს სრული რეაბილიტაცია . საკლასო ოთახები სრულად არის აღჭურვილი სასკოლო ინვენტარით. სკოლაში ფუნქციონირებს ქიმიისა და კომპიუტერული ლაბორატორიები. ასევე ფუნქციონირებს სასკოლო ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი , სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, სკოლას აქვს 12 სველი წერტილი ,რომელშიც სრულად არის დაცული სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, ექიმის კაბინეტი, რომელიც მომარაგებულია პირველადი დახმარების მედიკამენტებით და საჭიროების შემთხვევაში სკოლის ექთანი უზრუნველყოფს პირველადი დახმარების გაწევას, შენობას აქვს პანდუსი. სკოლაში ყოველწლიურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ინვენტარიზაცია კომპიუტერების ლაბორატორიაში არის 6 პერსონალური კომპიუტერი. კომპიუტერები განთავესბულია რესურს ოთახსა და სამასწავლებლოში. ლაბორატორია ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის წინასწარ შედგენილი განრიგის შესაბამისად. სკოლაში ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებს სამკითხველო, სადაც არის წიგნების კატალოგი, მეთოდური ლიტერატურა, ატლასები და კლასიკური ლიტერატურა. ბიბლიოთეკის სივრცე ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოებისათვის, განკუთვნილია როგორც ღონისძიებებისათვის , ასევე კლუბური მუშაობისათვის.