ლაგოდეხი, სოფელი ვარდისუბანი
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 50
- Available places
- 30
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 6
კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, სოფელი ვარდისუბანი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მისიაა: თანამედროვე და ტრადიციული სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით, არაფორმალური და ფორმალურ განათლების ორგანული სინთეზირებით უზრუნველყოს ჰოლისტურად განვითარებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე მოქალაქეების ჩამოყალიბება. ხედვა: სკოლა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში შეძლებს მოსწავლეთა ჰოლისტურ განვითარებას, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდების, სტრატეგიებისა და მიდგომების ჰარმონიული გამოყენებით. უახლოესი ათწლეულის პერიოდში მოსწავლეები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: • ეთიკური და ზნეობრივი პრინციპების დაცვა; • გუნდურობა; • პროფესიონალიზმი; • გამჭირვალობა; • ობიექტურობა; • სამართლიანობა; • ტოლერანტობა; • პასუხისმგებლობა; • ინოვაციურობა.
მოკლე ინფორმაცია სკოლაში აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა სასკოლო კლუბები: 1. ლიტერატურული კლუბის ,,კარცერ-ლუქსი“ ; 2. სპორტკლუბი ,,ფენიქსი“ ; 3. ეკოკლუბი ,,მწვანე ხაზი“ ; 4. ტექნოლოგიების კლუბი ,,ინოვატორები“ სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივით ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი, შემოქმედებითი ღონისძიებები. სკოლა თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯთან, პროფესიული უნარების განვითარების მიზნით. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო თუ სკოლის გარეთ არაფორმალურ აქტივობებში.
მოკლე ინფორმაცია ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სკოლის დირექტორი ვალდებულია, დროულად მიაწოდოს ბიუჯეტის პროექტი სკოლის სამეურვეო საბჭოს. ბიუჯეტის მომზადება იწყება სექტემბრის თვეში, იქმნება ბიუჯეტზე მომუშავე ჯგუფი და თავიდანვე ხდება ყველა სავარაუდო შემოსავლებისა და სავარაუდო ხარჯების განსაზღვრა. ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებულია გასული წლების გამოცდილება. ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული არიან სასკოლო საზოგადოება, რაც უზრუნველყოფს ყველას ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებას; საჯარო სკოლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს: ვაუჩერი, გრანტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფინანსები, კერძო შემოწირულობებიდან მიღებული თანხა. სახელმწიფო ან/ და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები და სხვ. დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარსდგეს სამეურვეო საბჭოს წინაშე და გააცნოს ანგარიში ფინასური საქმიანობის შესახებ. სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობს სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა ხორციელდება წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.