Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი თოხლიაური

Register ID#1211
Students114
Teachers18
Buildings1
School profile

General information

Principal
ლალი აბესაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

საგარეჯო, სოფ. თოხლიაური

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
45
SEN capacity
6
Available SEN places
6
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია სსიპ - ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეს მისცეს საფუძვლიანი საშუალო ზოგადი განათლება, აღზარდოს დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე. სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში. უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი განათლების მიცემით, დამოუკიდებელი, კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებით, მოვამზადოთ კანონმორჩილი, განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე ეროვნული ინტერესების გამტარებელი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული სრულყოფილი მოქალაქეები. უზრუნველყოს სსსმ მოსწავლეების ჩართვა ზოგად- საგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად, რათა მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად. ხედვა უზრუნველყოს სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო, სადაც მოსწავლეებს ექნებათ მაღალი სასკოლო მოტივაცია და სკოლისადმი დადებითი დამოკიდებულება. სკოლის ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივად განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია, მოსწავლე ვითარდებოდეს როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოსწავლემ შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა და გააზრება. ღირებულებები • კვალიფიციური მასწავლებლები • საგანთაშორის დაგეგმილი ინტეგრირებული აქტივობები • უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა • ჯანსაღი წესის დაცვასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები • კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის დაგეგმილი ექსკურსიების ორგანიზება • მოსწავლეთა ოჯახის წევრების ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება • მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა. • კოლეგიალობა • ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება • სსსმ მოსწავლის ჩართულობა სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში • უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა

StructureText information

სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.

Strategic planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2024-2025.pdf17/03/2025 10:12:34 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

Documents

საჩივრის ფორმა.docx17/03/2025 10:19:21 · 0.01 MB
შინაგანაწესი 2024.pdf17/03/2025 10:19:21 · 0.45 MB
Download documents on EMIS
Infrastructure